ქონების აუქციონის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 86, 07/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება აუქციონის გაუქმების შესახებ

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №2/8020-09 განჩინების საფუძველზე დანიშნული შპს „დიჯიტელ-ელექტრონიქსის“ გაკოტრების მმართველი გიორგი ზედელაშვილი გაცნობებთ, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, 2010 წლის 10 დეკემბერს დანიშნული იყო პირველი აუქციონი შპს „დიჯიტელ-ელექტრონიქსის“ უძრავ-მოძრავ ქონებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე ვერ დასრულდა შპს „დიჯიტელ-ელექტრონიქსის“ დავალიანებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები და დასაზუსტებელია სამეურვეო ქონებაც, გაუქმდეს 2010 წლის 10 დეკემბერს, 11 საათზე, ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას 6-ს, ბინა 36-ში დანიშნული აუქციონი შპს „დიჯიტელ-ელექტრონიქსის“ ქონების რეალიზაციაზე.

გ. ზედელაშვილი