ქონების აუქციონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება აუქციონის გაუქმების შესახებ
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №2/8020-09 განჩინების საფუძველზე დანიშნული შპს „დიჯიტელ-ელექტრონიქსის“ გაკოტრების მმართველი გიორგი ზედელაშვილი გაცნობებთ, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, 2010 წლის 10 დეკემბერს დანიშნული იყო პირველი აუქციონი შპს „დიჯიტელ-ელექტრონიქსის“ უძრავ-მოძრავ ქონებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე ვერ დასრულდა შპს „დიჯიტელ-ელექტრონიქსის“ დავალიანებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები და დასაზუსტებელია სამეურვეო ქონებაც, გაუქმდეს 2010 წლის 10 დეკემბერს, 11 საათზე, ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას 6-ს, ბინა 36-ში დანიშნული აუქციონი შპს „დიჯიტელ-ელექტრონიქსის“ ქონების რეალიზაციაზე.
გ. ზედელაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქონების აუქციონის შესახებ“?
- დიახ, განცხადება „ქონების აუქციონის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.12.2010.
- როდის იქნა მიღებული „ქონების აუქციონის შესახებ“?
- „ქონების აუქციონის შესახებ“ მიღებულია 03.12.2010. მიმღები ორგანო — შპს "დიჯიტელ ელექტრონიქსი". დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „ქონების აუქციონის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.12.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „ქონების აუქციონის შესახებ“, №0, 03.12.2010 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1126003/