საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტზე უფლებამოსილებათა დელეგირების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.032.007.715
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №2-209-863
2005 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტზე უფლებამოსილებათა დელეგირების შესახებ
“საქართველოს საბაჟო კოდექსის” 124-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლთან კოორდინაციაში ხორციელდება სამედიცინო-სანიტარიული, ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული, ტექნიკური სტანდარტებისადმი შესაბამისობისა და ხარისხის კონტროლი.
ზემოაღნიშნული კონტროლის ფუნქციებს დღეისათვის ახორციელებენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, რაც გარკვეულ სიძნელეებს უქმნით მეწარმეებს საზღვრის გადაკვეთისას. ამ პროცედურების გამარტივებისა და ქვეყანაში ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებთ:
1. “საქართველოს საბაჟო კოდექსის” 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის და “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურებზე კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციები მთლიანად დელეგირებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა (ზ.ანთელიძე) საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლთან ერთად, უზრუნველყოს ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და ხარისხის კონტროლის განხორციელება და შესაბამისი მოსაკრებლების გადახდევინება პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების დელეგირებისა და მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურმა (ო.სხვიტარიძე) და ვეტერინარიის დეპარტამენტმა (ჯ.მაღლაკელიძე) ერთი თვის ვადაში უზრუნველყონ ქვეყნის საბაჟო საზღვრებზე კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ფუნქციების საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სამსახურზე გადაცემა.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოთ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს მ.დეკანოიძეს და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გ. გოდაბრელიძეს.
5. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სვიმონიშვილი
ა. ალექსიშვილი