(აღმაშენებლის ქუჩასა და აეროპორტის გზატკეცილს შორის არსებულ ნაწილში ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძე-ლების მშენებლობისათვის სავარაუდოდ საექსპროპრიაციო ქონების, ასევე აღნიშნული პროექტის, მისი განხორციელების ფარგლებისა და ტერიტორიის მოკლე აღწერის შესახებ)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25004/4134
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 87, 13/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქ. ბათუმის მერიის ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

(აღმაშენებლის ქუჩასა და აეროპორტის გზატკეცილს შორის არსებულ ნაწილში ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელების მშენებ­ლობისათვის სავარაუდოდ საექსპროპრიაციო ქონების, ასევე აღნიშნული პროექტის, მისი განხორციელების ფარგლებისა და ტერიტორიის მოკლე აღწერის შესახებ)

 

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 სექტემბრის №778 ბრძანებულებით, აღმაშენებლის ქუჩასა და აეროპორტის გზატკეცილს შორის არსებულ ნაწილში ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-მშენებლობა ჩაითვალა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, ყველა მესაკუთრეს, რომლის ქონება ექვემდებარება ექსპროპრიაციას, საქარ­თველოს პრეზიდენტის ბრძანებულების გამოქვეყნების შემდეგ ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი აწვდის ინფორმაციას, რომელიც ქვეყნდება ცენტრალურ და შესაბამის ადგილობრივ პრესაში. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს პროექტისა და მისი განხორციელების ფარგლების, აგრეთვე ტერი­ტორიისა და, სავარაუდოდ, საექსპროპრიაციო ქონების მოკლე აღწერას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყველა მესაკუთრეს, რომლის ქონება ექვემდებარება ექსპროპრიაციას, უნდა ეცნობოს აგრეთვე სასამართლოში განცხა­­­­დების შეტანისა და სასამართლოს მიერ განცხადების განხილვის თარიღი.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად:

1. ყველა მესაკუთრეს, რომლის ქონებაც აღმაშენებლის ქუჩასა და აერო­პორტის გზატკეცილს შორის არსებულ ნაწილში ბაგრატიონის ქუჩაზე გამა­ვალი საავტომობილო გზის გაგრძელების მშენებლობისათვის ექვემ­დებარება ექსპროპრიაციას, მიეწოდოს:

1.1. პროექტისა და მისი განხორციელების ფარგლების შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია:

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქ. ბათუმში მშენებლობის ტემპების რაოდენობისა და საცხოვრებელი ფონდის გაზრდამ წარმოშვა ახალი ქალაქ თ­მშენებლობითი პრობლემები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია საინჟინრო ინფრა­სტრუქტურისა და სატრანსპორტო მაგისტრალებისა თუ კვანძების განვითარება-განახლების აუცილებლობა. საინჟინრო ინფრასტრუქ­ტურისა და სატრანსპორტო კვანძების განვითარების მიზნით,ქ. ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს ახალი გზების მშენებლობა, ასევე, არსებული სატრანსპორტო ქსელების გაგრძელება, გაფართოება-რეკონსტრუქცია. ერთ-ერთ ასეთ სატრან­სპორტო კვანძს, რომლის განვითარების აუცილებლობაც არსებობს, წარმოად­გენს ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობა. ამჟამად ამ ქუჩის მშენებლობა განხორციელებულია აღმაშენებლის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე. აღნიშნულის გამო სატრანსპორტო ნაკადი, რომელიც ქალაქიდან გასვლის მიზნით, აღმაშენებლისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთიდან 26 მაისისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთის მიმართულებით მოძრაობს ბაგრა­ტიონის ქუჩაზე, იძულებულია მოძრაობა გააგრძელოს ქალაქის ცენტრის –პუშკინისა და ჭავჭავაძის ქუჩების მიმართულებით და ქალაქიდან გავიდეს ან პუშკინის და შავშეთის ქუჩების გავლით ან/და ჭავჭავაძისა და გოგებაშვილის ქუჩების გავლით. მომეტებული სატრანსპორტო ნაკადის გამო, რასაც ემატება პუშკინის ქუჩის სივიწროვე, პუშკინის, ჭავჭავაძისა და გოგებაშვილის ქუჩების გამტარუნარი ა ნობა არის შეზღუდული, რაც ქმნის საცობებს და ირღვევა მოძრაობის უსაფრთხოება. იგივე მდგომარეობაა სატრანსპორტო ნაკადის უკუმიმართულებით მოძრაობისას, რასაც ემატება ის, რომ სატრანსპორტო ნაკადი საბოლოოდ თავს იყრის ტბელ აბუსერიძის, კობალაძის, ანგისის, აეროპორტის გზატკეცილის და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულზე, რომლის გამტარუნარიანობაც ასევე შეზღუდულია და არსებული მდგომარეობა ქმნის საცობებს და ირღვევა მოძრაობის უსაფრთხოება.

დასახელებული ქალაქთმშენებლობითი პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია ბაგრატიონის ქუჩის იმდაგვარად გაგრძელება-გაფართოების მშენებლობით, რომლის შედეგად იგი ქალაქის ორ ბოლოს, ქალაქის ცენტრალური ნაწილის ავლით დააკავშირებს ერთმანეთს და ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გადის ქალაქიდან, ასევე, ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის სვლაგეზს წარმოადგენს ქ. ბათუმის პერიფერიული უბნები, აღარ გაივლის ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს, არამედ აღნიშნული მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბაგრატიონის ქუჩის გამოყენებით. გარდა აღნიშნულისა, ამ ახალი არტერიის გაჩენით მოხდება ქალაქის გადატვირთული ცენტრალური ნაწილის მთლიანად განტვირთვა საშუალო თუ მძიმე (მათ შორის,სატრანზიტო) ავტოტრანსპორტისაგან.

აღნიშნულის გათვალისწინებით,ქ. ბათუმის მერიის მიერ დაგეგმილია ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის ორივე მიმართულებით გაგრძელების მშენებლობა. კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, ამჟამად ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის აღმაშენებლის და 26 მაისის ქუჩებს შორის არსებული ნაწილის მშენებლობა მთლიანად დასრუ­ლებულია და გაშვებულია ექსპლუატაციაში. რაც შეეხება ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელების მშენებლობას, ერთი მიმართუ­ლებით იგეგმება მისი მშენებლობა აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთით, რომლის შედეგად ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზა შეუერთდება აეროპორტის გზატკეცილს, ხოლო მეორე მიმართულებით საავტომობილო გზა სრულად გაივლის ბაგრატიონის ქუჩას, გადაკვეთს შავშეთის ქუჩას, ასევე სრულად გაივლის ერისთავის ქუჩას, გადაკვეთს მაიაკოვსკის ქუჩას, რომლის შედეგად საავტომობილო გზა გაივლის გოგოლის ქუჩაზე და შეუერთდება ნონეშვილის ქუჩას, ხოლო ნონეშვილის ქუჩის გავლით ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზა შეუერთდება თამარ მეფის გამზირს.  

ხსენებული პროექტის განხორციელება არის მასშტაბური, რადგან საამი­სოდ საჭირო ხდება ცალკეული პირების საკუთ­რებაში არსებული მიწის ნაკვე­თებისა და შენობა-ნაგებობების გამოყენება, რაც აძვირებს პროექტის ღირებუ­ლებას. აღნიშნულის გამო ქ. ბათუმის მერიის მიერ დაგეგმილია ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი მთლიანი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობა განხორციელდეს სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობა დაგეგმილია აღმაშე­ნებლის ქუჩის გადაკვეთით, რომლის შედეგად საავტომობილო გზა შეუერთდება აეროპორტის გზატკეცილს.

საიმისოდ, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზა აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთით შეუერთდეს აეროპორტის გზატ­­კე­ცილს, ანუ განხორციელდეს ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომო­ბილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობის პირველი ეტაპი, საჭიროა მისი გაგრძელება-გაფართოების მშენებლობა განხორციელდეს ცალკეული პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ჩამორთმევაც უნდა განხორციელდეს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რადგან აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბა­მისად გზის სამუშაოების წარმოების მიზნით ხორციელდება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით. ექსპოპრიაციის უფლების მინიჭება კი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით.

ამ მიზნით საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 სექტემბრის №778 ბრძანებულებით აღმაშენებლის ქუჩასა და აეროპორტის გზატკეცილს შორის არსებულ ნაწილში ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელების მშენებლობის მიზნით, ქ. ბათუმის მერიას მიენიჭა: 1. ეთერ ხიბაიას, 2. რესან ხიბაიას, 3. ჯამბულ ტარიელაშვილის, 4. ნონა ტარიელაშ­ვილის, 5. ოთარ დუმბაძის, 6. როსტომ მახარაძის, 7. რეზო სირაბიძის, 8. შპს „თურქუაზის“, 9. იური ბოლქვაძის (მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული აქვს ორ საკადასტრო ერთეულად), 10. გურამ ბოლქვაძის, 11. გურამ თურმანიძის და 12. ზაურ თურმანიძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული შენობა-ნაგებობების, მრავალწლიანი ნარგავებისა და სხვა უძრავი ქონების) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპრო­პრი­აციის განხორციელების უფლება.

1.2. სავარაუდოდ საექსპროპრიაციო ქონების მოკლე აღწერის შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია – აღმაშენებლის ქუჩასა და აეროპორტის გზატ­კე­ცილს შორის არსებულ ნაწილში ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომო­ბილო გზის გაგრძელების მშენებლობისათვის ექსპროპრიაციას ექვემდებარება შემდეგი პირების საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება):

1.2.1. ეთერ ხიბაიას (პირადი №61006035566) საკუთრებაში არსებული, ქ. ბა­თუმში, დასახლება ანგისაში მდებარე 234,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნუ­ლების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.32.01.311) და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავები;

1.2.2. რესან ხიბაიას (პირადი №61006038463) საკუთრებაში არსებული, ქ. ბა­თუმში, დასახლება ანგისაში (ყოფილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ანგისა) მდებარე 910,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №22.25.08.204) და მასზე განთავ-სებული მრავალწლიანი ნარგავები;

1.2.3. ჯამბულ ტარიელაშვილის (პირადი№61006002483) საკუთრებაში არსე­ბული 1105 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი№22.25.08.183) და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავები;

1.2.4. ნონა ტარიელაშვილის (პირადი№61006033727) საკუთრებაში არსებული 1808 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი№22.25.08.182) და მასზე განთავსებული მრავალ­წლიანი ნარგავები;

1.2.5. ოთარ დუმბაძის (პირადი№61009001013) საკუთრებაში არსებული ქ.ბათუმში, დასახლება ანგისაში მდებარე 1131 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი№05.32.01.243) და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავები;

1.2.6. როსტომ მახარაძის (პირადი№61005001790) საკუთრებაში არსებული 653 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი№22.25.08.210) და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავები;

1.2.7. რეზო სირაბიძის (პირადი№61006000867) საკუთრებაში არსებული      1184 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი№22.25.08.294) და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავები;

1.2.8. შპს„თურქუაზის“ საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილის ქუჩის№29-ში მდებარე 1172 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი№05.32.01.237) და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავები;

1.2.9. იური ბოლქვაძის (პირადი№61006005651) საკუთრებაში არსებული ქ.ბათუმში, დასახლება ანგისაში მდებარე 201 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი№05.32.01.085) და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავები;

1.2.10. იური ბოლქვაძის (პირადი№61006005651) საკუთრებაში არსებული ქ.ბათუმში, დასახლება ანგისაში მდებარე 1538 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი№05.32.01.443) და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავები;

1.2.11. გურამ ბოლქვაძის (პირადი№61002006924) საკუთრებაში არსებული ქ.ბათუმში, დასახლება ანგისაში მდებარე 201 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი№05.32.01.061) და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავები;

1.2.12. გურამ თურმანიძის (პირადი№61006045619) საკუთრებაში არსებული 1177 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი№22.25.08.222) და მასზე განთავსებული მრავალ­წლიანი ნარგავები;

1.2.13. ზაურ თურმანიძის (პირადი№61006001864) საკუთრებაში არსებული ქ.ბათუმში, დასახლება ანგისაში მდებარე 2882 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი№05.32.01.105) და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავები.

2. ყველა მესაკუთრეს, რომლის ქონებაც აღმაშენებლის ქუჩასა და აერო­პორტის გზატკეცილს შორის არსებულ ნაწილში ბაგრატიონის ქუჩაზე გამა­ვალი საავტომობილო გზის გაგრძელების მშენებლობისათვის ექვემ­დე­ბარება ექსპროპრიაციას, ქ. ბათუმის მერიის მიერ სასამართლოში განცხა­დების შეტანის თარიღი ეცნობოს დამატებით, განცხადების შეტანის შემდეგ.

3. წინამდებარე ინფორმაცია გამოქვეყნდეს ცენტრალურ და შესაბამის ადგილობრივ პრესაში.

ქ. ბათუმის მერი                                                          რ. ჩხაიძე