ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა - (ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელების მშენებლობისათვის, რომლის შედეგად საავტომობილო გზა სრულად გაივლის ბაგრატიონის ქუჩას, გადაკვეთს შავშეთის ქუჩას, ასევე სრულად გაივლის ერისთავის ქუჩას, გადაკვეთს მაიაკოვსკის ქუჩას, გაივლის გოგოლის ქუჩას და შეუერთდება ნონეშვილის ქუჩას, ხოლო ნონეშვილის ქუჩის გავლით საავტომობილო გზა შეუერთდება თამარ მეფის გამზირს, სავარაუდოდ საექსპროპრიაციო ქონების, ასევე აღნიშნული პროექტის, მისი განხორციელების ფარგლებისა და ტერიტორიის მოკლე აღწერის შესახებ)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ბათუმის მერის
ინფორმაცია №25-04/1809
2011 წლის 9 ივნისი
ქ. ბათუმი
(ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელების მშენებლობისათვის, რომლის შედეგად საავტომობილო გზა სრულად გაივლის ბაგრატიონის ქუჩას, გადაკვეთს შავშეთის ქუჩას, ასევე სრულად გაივლის ერისთავის ქუჩას, გადაკვეთს მაიაკოვსკის ქუჩას, გაივლის გოგოლის ქუჩას და შეუერთდება ნონეშვილის ქუჩას, ხოლო ნონეშვილის ქუჩის გავლით საავტომობილო გზა შეუერთდება თამარ მეფის გამზირს, სავარაუდოდ საექსპროპრიაციო ქონების, ასევე აღნიშნული პროექტის, მისი განხორციელების ფარგლებისა და ტერიტორიის მოკლე აღწერის შესახებ)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის2011 წლის 20 მაისის №1-1/769ბრძანებით ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობა ჩაითვალა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, ყველა მესაკუთრეს, რომლის ქონება ც ექვემდებარება ექსპროპრიაციას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი აწვდის ინფორმაციას, რომელიც ქვეყნდება ცენტრალურ და შესაბამის ადგილობრივ პრესაში. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს პროექტისა და მისი განხორციელების ფარგლების, აგრეთვე ტერიტორიისა და, სავარაუდოდ, საექსპროპრიაციო ქონების მოკლე აღწერას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყველა მესაკუთრეს, რომლის ქონება ექვემდებარება ექსპროპრიაციას, უნდა ეცნობოს აგრეთვე სასამართლოში განცხადების შეტანისა და სასამართლოს მიერ განცხადების განხილვის თარიღი.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად:
1. ყველა მესაკუთრეს, რომლის ქონებაც ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობისათვის, რომლის შედეგად საავტომობილო გზა სრულად გაივლის ბაგრატიონის ქუჩას, გადაკვეთს შავშეთის ქუჩას, ასევე სრულად გაივლის ერისთავის ქუჩას, გადაკვეთს მაიაკოვსკის ქუჩას, გაივლის გოგოლის ქუჩას და შეუერთდება ნონეშვილის ქუჩას, ხოლო ნონეშვილის ქუჩის გავლით საავტომობილო გზა შეუერთდება თამარ მეფის გამზირს ექვემდებარება ექსპროპრიაციას, მიეწოდოს:
1.1. პროექტისა და მისი განხორციელების ფარგლების შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია:
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქ. ბათუმში მშენებლობის ტემპების რაოდენობისა და საცხოვრებელი ფონდის გაზრდამ წარმოშვა ახალი ქალაქთმშენებლობითი პრობლემები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია საინჟინრო ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო მაგისტრალებისა თუ კვანძების განვითარება-განახლების აუცილებლობა. საინჟინრო ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო კვანძების განვითარების მიზნით ქ. ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს ახალი გზების მშენებლობა, ასევე, არსებული სატრანსპორტო ქსელების გაგრძელება, გაფართოება-რეკონსტრუქცია. ერთ-ერთ ასეთ სატრანსპორტო კვანძს, რომლის განვითარების აუცილებლობაც არსებობს, წარმოადგენს ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობა. ამ ქუჩის მშენებლობა განხორციელებული იყო აღმაშენებლის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე. აღნიშნულის გამო სატრანსპორტო ნაკადი, რომელიც ქალაქიდან გასვლის მიზნით, აღმაშენებლისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთიდან 26 მაისისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთის მიმართულებით მოძრაობს ბაგრატიონის ქუჩაზე, იძულებულია მოძრაობა გააგრძელოს ქალაქის ცენტრის _ პუშკინისა და ჭავჭავაძის ქუჩების მიმართულებით და ქალაქიდან გავიდეს ან პუშკინის და შავშეთის ქუჩების გავლით ან/და ჭავჭავაძისა და გოგებაშვილის ქუჩების გავლით. მომეტებული სატრანსპორტო ნაკადის გამო, რასაც ემატება პუშკინის ქუჩის სივიწროვე, პუშკინის, ჭავჭავაძისა და გოგებაშვილის ქუჩების გამტარუნარიანობა არის შეზღუდული, რაც ქმნის საცობებს და ირღვევა მოძრაობის უსაფრთხოება. იგივე მდგომარეობა იყო სატრანსპორტო ნაკადის უკუმიმართულებით მოძრაობისას, რასაც ემატებოდა ის, რომ სატრანსპორტო ნაკადი საბოლოოდ თავს იყრიდა ტბელ-აბუსერიძის, კობალაძის, ანგისის, აეროპორტის გზატკეცილის და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულზე, რომლის გამტარუნარიანობაც ასევე შეზღუდული იყო და არსებული მდგომარეობა ქმნიდა საცობებს და ირღვეოდა მოძრაობის უსაფრთხოება.
დასახელებული ქალაქ თ მშენებლობითი პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია ბაგრატიონის ქუჩის იმდაგვარად გაგრძელება-გაფართოების მშენებლობით, რომლის შედეგად იგი ქალაქის ორ ბოლოს ქალაქის ცენტრალური ნაწილის ავლით დააკავშირებს ერთმანეთს და ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გადის ქალაქიდან, ასევე, ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის სვლაგეზს წარმოადგენს ქ. ბათუმის პერიფერიული უბნები, აღარ გაივლის ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს, არამედ აღნიშნული მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბაგრატიონის ქუჩის გამოყენებით. გარდა აღნიშნულისა, ამ ახალი არტერიის გაჩენით მოხდება ქალაქის გადატვირთული ცენტრალური ნაწილის მთლიანად განტვირთვა საშუალო თუ მძიმე (მათ შორის სატრანზიტო) ავტოტრანსპორტისაგან. შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიას მიაჩნია, რომ არსებობს ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.
აღნიშნულის გათვალისწინებით ქ. ბათუმის მერიის მიერ დაიგეგმა ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის ორივე მიმართულებით გაგრძელების მშენებლობა. კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის აღმაშენებლის და 26 მაისის ქუჩებს შორის არსებული ნაწილის მშენებლობა მთლიანად დასრულებული და გაშვებული იყო ექსპლუატაციაში. რაც შეეხება ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელების მშენებლობას, ერთი მიმართულებით დაიგეგმა მისი მშენებლობა აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთით, რომლის შედეგად ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზა შეუერთდებოდა აეროპორტის გზატკეცილს, ხოლო მეორე მიმართულებით საავტომობილო გზა სრულად გაივლის ბაგრატიონის ქუჩას, გადაკვეთს შავშეთის ქუჩას, ასევე სრულად გაივლის ერისთავის ქუჩას, გადაკვეთს მაიაკოვსკის ქუჩას, რომლის შედეგად საავტომობილო გზა გაივლის გოგოლის ქუჩაზე და შეუერთდება ნონეშვილის ქუჩას, ხოლო ნონეშვილის ქუჩის გავლით ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზა შეუერთდება თამარ მეფის გამზირს.
ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის ორივე მიმართულებით გაგრძელების მშენებლობის პარალელურად დაიგეგმა ასევე აღნიშნული ქუჩის გაფართოებაც. კერძოდ, ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის სიგანე, აღმაშენებლის და 26 მაისის ქუჩებს შორის არსებულ ნაწილში ტროტუარების ჩათვლით არის 31 მეტრი. ტრანსპორტის ნაკადები გაყოფილია ორმეტრიანი გამწვანებული გამყოფი ზოლით და ცალმხრივი მოძრაობით. თითოეული ცალმხრივი მოძრაობის მონაკვეთის სიგანე (ტროტუარების ჩათვლით) არის 14,5 მეტრი. აღნიშნული სიგანეები იძლევა სამზოლიანი მოძრაობის უზრუნველყოფის საშუალებას თითოეული მიმართულებით, რაც ზრდის აღნიშნულ ნაწილში ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გამტარუნარიანობას. შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიის მიერ დაიგეგმა, რომ დარჩენილ ნაწილშიც ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაფართოება მომხდარიყო ხსენებულ პარამეტრში, რაც მთლიანად გაზრდის ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გამტარუნარიანობას.
ხსენებული პროექტის განხორციელება არის მასშტაბური, რადგან საამისოდ საჭირო ხდება ცალკეული პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გამოყენება, რაც აძვირებს პროექტის ღირებულებას. აღნიშნულის გამო ქ. ბათუმის მერიის მიერ დაიგეგმა, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი მთლიანი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობა განხორციელებულიყო ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობა დაიგეგმა აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთით, რომლის შედეგად საავტომობილო გზა შეუერთდებოდა აეროპორტის გზატკეცილს. მეორე ეტაპზე საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობა დაგეგმილია ბაგრატიონის, ერისთავის და გოგოლის ქუჩების გავლით, რომლის შედეგად საავტომობილო გზა სრულად გაივლის ბაგრატიონის ქუჩას, გადაკვეთს შავშეთის ქუჩას, ასევე სრულად გაივლის ერისთავის ქუჩას, გადაკვეთს მაიაკოვსკის ქუჩას, შემდეგ გაივლის გოგოლის ქუჩაზე და შეუერთდება ნონეშვილის ქუჩას, ხოლო ნონეშვილის ქუჩის გავლით საავტომობილო გზა შეუერთდება თამარ მეფის გამზირს.
აღმაშენებლის ქუჩისა და აეროპორტის გზატკეცილს შორის არსებულ ნაწილში ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობისათვის ანუ ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობის პირველი ეტაპის განხორციელებისათვის საჭირო იყო საჯარო რეესტრში 13 საკადასტრო ერთეულად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომლებიც წარმოადგენდა 1. ნონა ტარიელაშვილის, 2. ოთარ დუმბაძის, 3. როსტომ მახარაძის, 4. რეზო სირაბიძის, 5. შპს „თურქუაზის“, 6. იური ბოლქვაძის (მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული აქვს ორ საკადასტრო ერთეულად), 7. გურამ ბოლქვაძის, 8. გურამ თურმანიძის, 9. ზაურ თურმანიძის, 10. შპს „ბაზისის“, 11. მარინე სურმანიძის და 12. ჯანგულ მიქელაძის საკუთრებას. აღნიშნული პირებიდან 1. ნონა ტარიელაშვილის, 2. ოთარ დუმბაძის, 3. როსტომ მახარაძის, 4. რეზო სირაბიძის, 5. შპს „თურქუაზის“, 6. იური ბოლქვაძის (მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული აქვს ორ საკადასტრო ერთეულად), 7. გურამ ბოლქვაძის, 8. გურამ თურმანიძის და 9. ზაურ თურმანიძის საკუთრებაში არსებული ქონებების მიმართ ექსპროპრიაციის უფლება ქ. ბათუმის მერიას მიენიჭა საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 სექტემბრის №778 ბრძანებულებით, ხოლო 1. შპს „ბაზისის“, 2. მარინე სურმანიძის და 3. ჯანგულ მიქელაძის საკუთრებაში არსებული ქონებების მიმართ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 28 თებერვლის №1-1/309 ბრძანებით. მიუხედავად ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა, აღმაშენებლის ქუჩისა და აეროპორტის გზატკეცილს შორის არსებულ ნაწილში ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობისათვის ქ. ბათუმის მერიას ზემოხსენებული ქონებების მიმართ არ დაჭირვებია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის“ შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების სრულად გამოყენება, მათ შორის საჭირო არ გამხდარა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვა და, შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება, რადგან ქ. ბათუმის მერიასა და აღმაშენებლის ქუჩისა და აეროპორტის გზატკეცილს შორის არსებულ ნაწილში ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობის ზოლში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება და გაფორმებული იქნა საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ შეთანხმებები.
რაც შეეხება ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობას ბაგრატიონის, ერისთავის და გოგოლის ქუჩების გავლით, რომლის შედეგად საავტომობილო გზა სრულად გაივლის ბაგრატიონის ქუჩას, გადაკვეთს შავშეთის ქუჩას, ასევე სრულად გაივლის ერისთავის ქუჩას, გადაკვეთს მაიაკოვსკის ქუჩას, გაივლის გოგოლის ქუჩას და შეუერთდება ნონეშვილის ქუჩას, ხოლო ნონეშვილის ქუჩის გავლით საავტომობილო გზა შეუერთდება თამარ მეფის გამზირს, საამისოდ, რომ აღნიშნულ ნაწილში განხორციელდეს საავტომობილო გზის მშენებლობა, ანუ განხორციელდეს ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობის მეორე ეტაპი, საჭიროა მისი გაგრძელება-გაფართოების მშენებლობა განხორციელდეს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ცალკეული პირების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე, რომელთა ჩამორთმევაც უნდა განხორციელდეს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რადგან აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გზის სამუშაოების წარმოების მიზნით ხორციელდება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით. ექსპოპრიაციის უფლების მინიჭება კი ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით.
ამ მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 20 მაისის №1-1/769 ბრძანებით ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელების მშენებლობის მიზნით ქ. ბათუმის მერიას მიენიჭა: 1. ლარისა გორაძის, 2. ემზარ მელაძის, 3. რამზიკ სარქისიანის, 4. ავთანდილ ბუდანოვის, 5. მურად ჭაღალიძის, 6. მაკა დუმბაძის, 7. ამირან აბაშიძის, 8. ირაკლი აბესლამიძის, 9. მალხაზ ნიქაბაძის, 10. ვალენტინ ოზოლინის, 11. ნაზი გოგუაძის, 12. რაჟდენ ირემაძის, 13. აბესალომ დიასამიძის, 14. რამაზ ქამაშიძის, 15. ნადიმ გაბაიძის, 16. კახაბერ ლომთათიძის, 17. ჟუჟუნა ლომთათიძის, 18. ლევან რუსაძის, 19. რუსუდან რუსაძის, 20. თამარ მაისურაძე, 21. ავთანდილ აბაშიძის, 22. მერი ჯინჭარაძის, 23. გევორქ ეგოიანის, 24. ლუარა დოლაბერიძის, 25. ქეთევან ანთიძის, 26. ლევან ჯიოშვილის, 27. კახა თავართქილაძის, 28. პავლე იშხანიდის, 29. თეიმურაზ ბარაბაძის, 30. დალი კაკაბაძის, 31. ზურაბ ზოზირაშვილის, 32. პაატა თაფლაძის, 33. თამარ კოჩალიძის, 34. მაგული ბერიძის, 35. შალვა ხორავას, 36. ლამარა თებიძის, 37. დავით ოქრაძის, 38. ეთერ ბარსონიძის; 39. იოსებ მეფარიშვილის, 40. შუშანა კვარაცხელიას, 41. ზურაბ კვარაცხელიას, 42. შპს „გორგიას“, 43. მამუკა ბერიძის, 44. თამაზ ქათამაძის, 45. ლენა დოლიძის, 46. ნაირა ფაღავას, 47. მერაბ ცინცაძის, 48. გიორგი ხინკილაძის, 49. თამარ შარაძის, 50. შპს „ზური-2008“-ის, 51. კლავდია გიგიბერიას, 52. შპს „ლუკოილ ჯორჯიას“, 53. სულიკო გორგაძის, 54. ომარ ცეცხლაძის, 55. ანზორ გორგაძის, 56. ეკატერინე ბარაბაძის, 57. მურმან ბარაბაძის, 58. მამუკა გახოკიძის, 59. ევა გახოკიძის და 60. ავთანდილ ქათამაძის, ნადიმ ჩხაიძის და მურად ქათამაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული შენობა-ნაგებობების, მრავალწლიანი ნარგავებისა და სხვა უძრავი ქონების) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების უფლება.
1.2. სავარაუდოდ საექსპროპრიაციო ქონების მოკლე აღწერის შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია _ ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობისათვის, რომლის შედეგად საავტომობილო გზა სრულად გაივლის ბაგრატიონის ქუჩას, გადაკვეთს შავშეთის ქუჩას, ასევე სრულად გაივლის ერისთავის ქუჩას, გადაკვეთს მაიაკოვსკის ქუჩას, გაივლის გოგოლის ქუჩას და შეუერთდება ნონეშვილის ქუჩას, ხოლო ნონეშვილის ქუჩის გავლით საავტომობილო გზა შეუერთდება თამარ მეფის გამზირს, ექსპროპრიაციას ექვემდებარება შემდეგი პირების საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება):
1.2.1. ლარისა გორაძის (პირადი №61001043979) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქ. №133-ში მდებარე 547,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.26.14.009) და მასზე განთავსებული 55,23 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.2. ემზარ მელაძის (პირადი №61001018026) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №93-ში მდებარე 345,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.26.18.034) და მასზე განთავსებული 202,10 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.3. რამზიკ სარქისიანის (პირადი №61001002172) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, სააკაძის ქ. №49-ში მდებარე 564,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.57.006) და მასზე განთავსებული 283,70 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.4. ავთანდილ ბუდანოვის (პირადი №61001040565) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, სააკაძის ქ. №47-ში მდებარე 453,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.57.005) და მასზე განთავსებული 227,55 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.5. მურად ჭაღალიძის (პირადი №61005003677) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №84-ში მდებარე 152,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.57.008) და მასზე განთავსებული 49,60 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.6. მაკა დუმბაძის (პირადი №33001008626) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №82-ში მდებარე 163,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.57.004) და მასზე განთავსებული 75,88 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.7. ამირან აბაშიძის (პირადი №61001004424) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №80-ში მდებარე 457,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.57.001) და მასზე განთავსებული 160,20 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.8. ირაკლი აბესლამიძის (პირადი №61001017911) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №78-ში მდებარე 317,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.57.007) და მასზე განთავსებული 298,18 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.9. მალხაზ ნიქაბაძის (პირადი №61001006649) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დ. თავდადებულის ქ. №126-ში მდებარე 601,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.57.009) და მასზე განთავსებული 175,60 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.10. ვალენტინ ოზოლინის (პირადი №61001028499) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დ. თავდადებულის ქ. №153-ში მდებარე 169,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.58.011) და მასზე განთავსებული 147,60 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.11. ნაზი გოგუაძის (პირადი №61001013077) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დ. თავდადებულის ქ. №153-ში მდებარე 225,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.58.010) და მასზე განთავსებული 148,40 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.12. რაჟდენ ირემაძის (პირადი №61009001906) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დ. თავდადებულის ქ. №153-ში მდებარე 227,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.58.006);
1.2.13. აბესალომ დიასამიძის (პირადი №61004005869) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №68-ში მდებარე 197,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.58.003);
1.2.14. რამაზ ქამაშიძის (პირადი №61009003844) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №68-ში მდებარე 185,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.58.012) და მასზე განთავსებული 48,61 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.15. ნადიმ გაბაიძის (პირადი №61001024713) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №68-ში მდებარე 107,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.08.58.013);
1.2.16. კახაბერ ლომთათიძის (პირადი №61001046972) და ჟუჟუნა ლომთათიძის საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №66-ში მდებარე 324,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.59.007) და მასზე განთავსებული 79,01 კვ.მ. შენობა-ნაგებობიდან კახაბერ ლომთათიძის (პირადი №61001046972) 6/7 ნაწილი;
1.2.17. ჟუჟუნა ლომთათიძის (პირადი №61001020036) და კახაბერ ლომთათიძის საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №66-ში მდებარე 324,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.59.007) და მასზე განთავსებული 79,01 კვ.მ. შენობა-ნაგებობიდან ჟუჟუნა ლომთათიძის (პირადი №61001020036) 1/7 ნაწილი;
1.2.18. ლევან რუსაძის (პირადი №61001024984) და რუსუდან რუსაძის (პირადი №61001040479) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №64-ში მდებარე 603,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.59.005) და მასზე განთავსებული 178,65 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.19. თამარ მაისურაძის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №62-ში მდებარე 618,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა;
1.2.20. ავთანდილ აბაშიძის (პირადი №61001001267) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №60-ში მდებარე 377,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.59.006) და მასზე განთავსებული 214,00 კვ.მ. და 32,00 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.21. მერი ჯინჭარაძის (პირადი №61001054290) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის შესახვევი №21-ში მდებარე 695,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.61.007) და მასზე განთავსებული 791,77 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.22. გევორქ ეგოიანის (პირადი №61001020821) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №58-ში მდებარე 240,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.61.014) და მასზე განთავსებული 156,40 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.23. ლუარა დოლაბერიძის (პირადი №61001045853) ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №56-ში მდებარე 129,05 კვ.მ. შენობა-ნაგებობის და 1 088,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.61.001.01.503) მასზე წილობრივად მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;
1.2.24. ქეთევან ანთიძის (პირადი №61001004727) ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №56-ში მდებარე 42,00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის და 1 088,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.61.001.01.504) მასზე წილობრივად მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;
1.2.25. ლევან ჯიოშვილის (პირადი №61001009206) ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის შესახვევი №13-ში მდებარე 263,10 კვ.მ. შენობა-ნაგებობის და 1 088,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.61.001.01.501) მასზე წილობრივად მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;
1.2.26. კახა თავართქილაძის (პირადი №61009001429) ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის შესახვევი №17-ში მდებარე 103,03 კვ.მ შენობა-ნაგებობის და 1 088,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.61.001.01.500) მასზე წილობრივად მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;
1.2.27. პავლე იშხანიდის (პირადი №61001069063) ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის შესახვევი №13-15-17/ბაგრატიონის ქ. №56-ში მდებარე 73,60 კვ.მ შენობა-ნაგებობის და 1 088,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.61.001.01.502) მასზე წილობრივად მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;
1.2.28. თეიმურაზ ბარაბაძის (პირადი №61001012655) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №54-ში მდებარე 40,18 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.08.61.013);
1.2.29. დალი კაკაბაძის (პირადი №61001065643) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №54-ში მდებარე 442,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.61.017) და მასზე განთავსებული 207,80 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.30. ზურაბ ზოზირაშვილის (პირადი №01030004004) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №52-ში მდებარე 267,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.61.004) და მასზე განთავსებული 177,40 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.31. პაატა თაფლაძის (პირადი №05001000244) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №52-ში მდებარე 86,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.61.005);
1.2.32. თამარ კოჩალიძის (პირადი №61001029343) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №50-ში მდებარე 234,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.61.015) და მასზე განთავსებული 204,50 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.33. მაგული ბერიძის (პირადი №61001043124) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №50-ში მდებარე 155,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.61.016) და მასზე განთავსებული 44,50 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.34. შალვა ხორავას (პირადი №61001062506) ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, სულაბერიძის №82-ში მდებარე 169,92 კვ.მ შენობა-ნაგებობის და 571,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.61.002) მასზე წილობრივად მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;
1.2.35. ლამარა თებიძის (პირადი №61001005657) და შალვა ხორავას საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, სულაბერიძის ქ. №82-ში მდებარე 571,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.61.002) ლამარა თებიძის (პირადი №61001005657) წილი;
1.2.36. დავით ოქრაძის (პირადი №61006006485) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, სულაბერიძის ქ. №91-ში მდებარე 328,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.65.001) და მასზე განთავსებული 329,80 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.37. ეთერ ბარსონიძის (პირადი №61001044593) ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, სულაბერიძის №93-ში მდებარე 62,41 კვ.მ. შენობა-ნაგებობის და 774,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.69.001) მასზე წილობრივად მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;
1.2.38. იოსებ მეფარიშვილის (პირადი №61001050258) ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, სულაბერიძის №93-ში მდებარე 62,41 კვ.მ შენობა-ნაგებობის და 774,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.69.001) მასზე წილობრივად მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;
1.2.39. შუშანა კვარაცხელიას (პირადი №61001052414) ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, მ. ვარშანიძის №44-ში მდებარე 198,96 კვ.მ შენობა-ნაგებობის და 691,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.08.69.008) მასზე წილობრივად მიმაგრებული 381,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;
1.2.40. ზურაბ კვარაცხელიას (პირადი №61001047163) ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, მ. ვარშანიძის №44-ში მდებარე 144,3 კვ.მ. შენობა-ნაგებობის და 691,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.08.69.008) მასზე წილობრივად მიმაგრებული 310,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი;
1.2.41.შპს ,,გორგიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი 245442374) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ა. ჩხაიძის ქ. №1-ში მდებარე 41 707,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.29.24.042) და მასზე განთავსებული 26 943,00 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.42. მამუკა ბერიძის (პირადი №61003004094) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. №55/46-ში მდებარე 68,90 კვ.მ შენობა-ნაგებობა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.29.23.005);
1.2.43. თამაზ ქათამაძის (პირადი №61006017766) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. №55-ში (მაიაკოვსკის ქ. №58; ერისთავის II ჩიხი) მდებარე 58,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.29.23.004) და მასზე განთავსებული 52.80 კვ.მ შენობა-ნაგებობა;
1.2.44. ლენა დოლიძის (პირადი №61003000534) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. №55-ში მდებარე 176,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.29.23.009) და მასზე განთავსებული 151,90 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.45. ნაირა ფაღავას (პირადი №61001027911) ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. №55/14-ში მდებარე 100,16 კვ.მ შენობა-ნაგებობის და 1 031,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.09.23.007.01.500) მასზე წილობრივად მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;
1.2.46. მერაბ ცინცაძის (პირადი №61001002930) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ერისთავის ქ. №5-ში მდებარე 661,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.29.23.008) და მასზე განთავსებული 339,90 კვ.მ შენობა-ნაგებობა;
1.2.47. გიორგი ხინკილაძის (პირადი №61006014723) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, გოგოლის ქ. №2ა-ში მდებარე 149,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.29.23.003) და მასზე განთავსებული 260,00 კვ.მ შენობა-ნაგებობა;
1.2.48. თამარ შარაძის (პირადი №61003002853) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. №55-ში მდებარე 56,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.29.23.010) და მასზე განთავსებული 53,55 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.49.შპს ,,ზური-2008”-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 245620671) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, გოგოლის ქ. №9-ში მდებარე 600,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.29.17.011) და მასზე განთავსებული 664,07 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.50. კლავდია გიგიბერიას (პირადი №61003009527) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, გოგოლის ქ. №9-ში მდებარე 791,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.29.17.012) და მასზე განთავსებული 78,43 კვ.მ. და 68,00 კვ.მ. შენობა-ნაგებობები;
1.2.51.შპს ,,ლუკოილ ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი 204976302) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, გოგოლის ქ. №1კ-ში მდებარე 654,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.29.17.022) და მასზე განთავსებული 57,60 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.52. სულიკო გორგაძის (პირადი №61009004756) ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, გოგოლის ქ. №1ვ-ში მდებარე 25,71 კვ.მ. შენობა-ნაგებობის და 322,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.29.17.005) მასზე წილობრივად მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;
1.2.53. ომარ ცეცხლაძის (პირადი №61010002075) ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, გოგოლის ქ.№1ვ-ში მდებარე 76,75 კვ.მ. შენობა-ნაგებობის და 322,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.29.17.005) მასზე წილობრივად მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;
1.2.54. ანზორ გორგაძის (პირადი №61009011118) ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, გოგოლის ქ.№1ვ-ში მდებარე 13,71 კვ.მ. შენობა-ნაგებობის და 322,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.29.17.005) მასზე წილობრივად მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;
1.2.55. ეკატერინე ბარაბაძის (პირადი №61003012105) ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, გოგოლის ქ. №5-ში მდებარე 167,20 კვ.მ. შენობა-ნაგებობის და 486,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.30.09.029) მასზე წილობრივად მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;
1.2.56. მურმან ბარაბაძის (პირადი №61001051557) ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, გოგოლის ქ. №5-ში მდებარე 113,74 კვ.მ. შენობა-ნაგებობის და 486,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.30.09.029) მასზე წილობრივად მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;
1.2.57. მამუკა გახოკიძის (პირადი №61003003475) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, გოგოლის ქ. №3-ში მდებარე 835,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.30.09.033) და მასზე განთავსებული 293,20 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.58. ევა გახოკიძის (დაბადებული 25.12.2000წ.) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ნონეშვილის ქ. №33/გოგოლის ქ. №1-ში მდებარე 435,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.30.09.032) და მასზე განთავსებული 180,40 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.59. ავთანდილ ქათამაძის (პირადი №61007001205), ნადიმ ჩხაიძის და მურად ქათამაძის საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ნონეშვილის ქ. №31-ში მდებარე 788,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.30.05.007) და მასზე განთავსებული 511,60 კვ.მ. შენობა-ნაგებობიდან ავთანდილ ქათამაძის (პირადი №61007001205) 1/2 ნაწილი;
1.2.60. ნადიმ ჩხაიძის (პირადი №61007000491), ავთანდილ ქათამაძის და მურად ქათამაძის საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ნონეშვილის ქ. №31-ში მდებარე 788,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.30.05.007) და მასზე განთავსებული 511,60 კვ.მ. შენობა-ნაგებობიდან ნადიმ ჩხაიძის (პირადი №61007000491) 1/4 ნაწილი;
1.2.61. მურად ქათამაძის (პირადი №61003001261), ავთანდილ ქათამაძის და ნადიმ ჩხაიძის საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ნონეშვილის ქ. №31-ში მდებარე 788,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.30.05.007) და მასზე განთავსებული 511,60 კვ.მ. შენობა-ნაგებობიდან მურად ქათამაძის (პირადი №61003001261) 1/4 ნაწილი;
1.2.62. ავთანდილ ქათამაძის (პირადი №61007001205), ნადიმ ჩხაიძის და მურად ქათამაძის საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ნონეშვილის ქ. №31-ში მდებარე 110,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.30.05.006) და მასზე განთავსებული 24,60 კვ.მ. შენობა-ნაგებობიდან ავთანდილ ქათამაძის (პირადი №61007001205) 1/2 ნაწილი;
1.2.63. ნადიმ ჩხაიძის (პირადი №61007000491), ავთანდილ ქათამაძის და მურად ქათამაძის საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ნონეშვილის ქ. №31-ში მდებარე 110,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.30.05.006) და მასზე განთავსებული 24,60 კვ.მ. შენობა-ნაგებობიდან ნადიმ ჩხაიძის (პირადი №61007000491) 1/4 ნაწილი;
1.2.64. მურად ქათამაძის (პირადი №61003001261), ავთანდილ ქათამაძის და ნადიმ ჩხაიძის საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ნონეშვილის ქ. №31-ში მდებარე 110,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.30.05.006) და მასზე განთავსებული 24,60 კვ.მ. შენობა-ნაგებობიდან მურად ქათამაძის (პირადი №61003001261) 1/4 ნაწილი.
2. ყველა მესაკუთრეს, რომლის ქონებაც ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობისათვის, რომლის შედეგად საავტომობილო გზა სრულად გაივლის ბაგრატიონის ქუჩას, გადაკვეთს შავშეთის ქუჩას, ასევე სრულად გაივლის ერისთავის ქუჩას, გადაკვეთს მაიაკოვსკის ქუჩას, გაივლის გოგოლის ქუჩას და შეუერთდება ნონეშვილის ქუჩას, ხოლო ნონეშვილის ქუჩის გავლით საავტომობილო გზა შეუერთდება თამარ მეფის გამზირს, ექვემდებარება ექსპროპრიაციას, ქ. ბათუმის მერიის მიერ სასამართლოში განცხადების შეტანის თარიღი ეცნობოს დამატებით, განცხადების შეტანის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. წინამდებარე ინფორმაცია გამოქვეყნდეს ქ. ბათუმის მერიის ინტერნეტგვერდზე, ცენტრალურ და შესაბამის ადგილობრივ პრესაში.
რ.ჩხაიძე