„თბილისში, მ.ზანდუკელის ქ. №16-ში მდებარე შენობისა და მიწის ნაკვეთის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№580
სარეგისტრაციო კოდი
040.110.020.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 51(58), 13/10/1999
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება№580

1999 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

თბილისში, მ. ზანდუკელის ქ. №16-ში მდებარე შენობისა და მიწის ნაკვეთის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება), საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (მ. პაპავა), თბილისის მერიამ (ი. ზოდელავა) და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ზ. გეგეჭკორი) უზრუნველყონ თბილისში, მ.ზანდუკელის ქ. №16-ში მდებარე შენობის მინაშენებთან და მიწის ნაკვეთთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა და მისი რეგისტრაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გერმანიის მხარე მისთვის საკუთრებაში გადაცემული შენობის მინაშენების საკომპენსაციოდ განახორციელებს 360 (სამას სამოცი) ათასი გერმანული მარკის გადარიცხვას თბილისის მერიის ანგარიშზე, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისათვის (ნ. ჭითანავა) თბილისში, მ.ზანდუკელის ქ. №16-ში ასაშენებელი 400 კვ.მ. ფართის შენობის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასაფინანსებლად.

3. თბილისში მ.ზანდუკელის ქ. №16-ში მდებარე შენობის გადაცემის მიღება-ჩაბარების აქტი ძალაში შევიდეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ შენობის მინაშენების საკომპენსაციო თანხის მერიის ანგარიშზე მთლიანად ჩარიცხვის დღიდან.

4. საკომპენსაციო თანხის მთლიანად გადახდის საპასუხოდ უნდა განხორციელდეს გადაცემული შენობის მთლიანი გამოთავისუფლება სამ თვეში.

5. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი).

6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კულტურის ცენტრის – გოეთეს ინსტიტუტისათვის ქ.თბილისში მ.ზანდუკელის ქ. №16-ში მდებარე შენობის გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 სექტემბრის №548 ბრძანებულება.

ე. შევარდნაძე