1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე არჩევიდან ერთი თვის ვადაში, ფრაქციების კვოტების შესაბამისად, საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის შემადგენლობას. კომისია უნდა შედგებოდეს არა ნაკლებ 3 წევრისაგან. საკრებულოს წევრს უფლება აქვს იყოს მხოლოდ ორი კომისიის შემადგენლობაში. კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.
2. საკრებულოს კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საკრებულო საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი სიის მიხედვით, ღია კენჭისყრით.
3. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს საკრებულოს კომისიიდან და/ან შევიდეს საკრებულოს კომისიაში. საკრებულოს წევრის გასვლას საკრებულოს კომისიიდან საკრებულო იღებს ცნობის სახით საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით. საკრებულოს წევრის შესვლას საკრებულოს კომისიაში ამტკიცებს საკრებულო საკრებულოს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 09.03.2012
მუხლი 104. საკრებულოს კომისიის შემადგენლობის დამტკიცების წესი
თავი XIII — საკრებულოს ორგანოებისა და თანამდებობის პირთა არჩევა და გადარჩევა
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი თვის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 98. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესი
- მუხლი 99. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადარჩევის წესი
- მუხლი 100. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი
- მუხლი 101. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების წესი
- მუხლი 102. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი
- მუხლი 103. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესი
- მუხლი 105. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა–გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის წესი
- მუხლი 106. საკრებულოს თანამდებობის პირის გადადგომა
- მუხლი 107. საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმება
- მუხლი 108. საკრებულოს სამართლებრივი აქტებისა და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება
- მუხლი 109. საკრებულოს სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 104, №15, 20.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.138.000031 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1134153/muxli-104/