1. საკრებულოს სამართლებრივი აქტები სრულდება შესაბამის ბლანკებზე საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილი წესის შესაბამისად.
2. საკრებულოს სამართლებრივი აქტების სათაური უნდა იყოს მოკლე და შეესაბამებოდეს დოკუმენტის შინაარსს.
3. საკრებულოს სამართლებრივ აქტებში უნდა იქნეს მითითებები საკრებულოს სხვა სამართლებრივი აქტების ან მათი ცალკეული პუნქტების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, თუ ახალი დოკუმენტი გამორიცხავს (არ შეესაბამება) ადრე გამოცემულის (მიღებულის) მოქმედებას.
4. საკრებულოს სამართლებრივი აქტებში სამართლებრივი აქტების აღნიშვნისას მიეთითება ასეთი აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი, აქტის სახე და სათაური, ზუსტი და სრული სახელწოდება, მიმღები (გამომცემი) ორგანო, ძალაში შესვლის თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი.
5. საკრებულოს სამართლებრივი აქტებში დაუშვებელია ტერმინების შემოკლებული ფორმების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტის ტექსტში მითითებულია სათანადო აღნიშვნა ტერმინის შემოკლებული ფორმის შემდგომი გამოყენების თაობაზე.
6. საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა რედაქტირებას და დოკუმენტალურ გაფორმებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.
7. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს აპარატის უფროსისა და/ან გამგეობის იურიდიული სამსახურის (ან იურისტის, თუ საკითხი შეტანილია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, გამგებლის წინადადებით) უფროსის ვიზირების შემდეგ გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 09.03.2012
მუხლი 107. საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმება
თავი XIV — საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმების წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 101. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების წესი
- მუხლი 102. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი
- მუხლი 103. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესი
- მუხლი 104. საკრებულოს კომისიის შემადგენლობის დამტკიცების წესი
- მუხლი 105. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა–გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის წესი
- მუხლი 106. საკრებულოს თანამდებობის პირის გადადგომა
- მუხლი 108. საკრებულოს სამართლებრივი აქტებისა და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება
- მუხლი 109. საკრებულოს სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა
- მუხლი 110. საკრებულოს სხდომის ოქმი
- მუხლი 111. საკრებულოს სხდომის ოქმის შენახვისა და სარგებლობის წესი
- მუხლი 112. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 107, №15, 20.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.138.000031 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1134153/muxli-107/