1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება საკრებულოს სტენდზე საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში თუ ამ დებულებით (რეგლამენტით) უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.
2. თუ ნორმატიული აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა, ქვეყნდება მხოლოდ მისი დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ პროექტის გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატსა და გამგეობის რწმუნებულებთან.
3. ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად ამ დებულების (რეგლამენტის) 134-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით სავალდებულოა გამოქვეყნდეს ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის სავარაუდო დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.
4. საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ოფიციალურად ქვეყნდება “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge, ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, ასევე, საკრებულოს ვებგვერდზე www.akhaltsikhe.ge/.
5. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების ორგანიზაციულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება საკრებულოს სტენდზე საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ დებულებით (რეგლამენტით) უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 09.03.2012
მუხლი 108. საკრებულოს სამართლებრივი აქტებისა და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება
თავი XIV — საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმების წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა 5 დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 102. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი
- მუხლი 103. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესი
- მუხლი 104. საკრებულოს კომისიის შემადგენლობის დამტკიცების წესი
- მუხლი 105. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა–გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის წესი
- მუხლი 106. საკრებულოს თანამდებობის პირის გადადგომა
- მუხლი 107. საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმება
- მუხლი 109. საკრებულოს სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა
- მუხლი 110. საკრებულოს სხდომის ოქმი
- მუხლი 111. საკრებულოს სხდომის ოქმის შენახვისა და სარგებლობის წესი
- მუხლი 112. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმები
- მუხლი 113. წერილობითი და ზეპირი შეკითხვები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 108, №15, 20.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.138.000031 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1134153/muxli-108/