ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მუნიციპალური ქონების შექმნის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და რეგისტრაციის მიზნით საჭირო სამუშაოთა ორგანიზებას;
გ) აკონტროლებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური ქონების მიზნობრივ გამოყენებას, ამ ქონებით სარგებლობის წესების დაცვას;
დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვას;
ე) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას