მიწითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის მართვას, მისი გამოყენებისა და სარგებლობის კონტროლს;
ბ) წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადებას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ;
გ) ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კონტროლს;
დ) მოსახლეობის ინფორმირებას ადმინისტრაციულ ერთეულში ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას