ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მომსახურების სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე;
ბ) მონაწილეობს სატრანსპორტო სისტემისა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში;
გ) უზრუნველყოფს ზედამხედველობას საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსახლეობის მომსახურებაზე;
დ) უზრუნველყოფს გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, ადგილობრივი გზების, ტროტუარების, მოედნების მოვლა-პატრონობას;
ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში სასაფლაოების მოვლა-პატრონობას და მოსახლეობის სარიტუალო მომსახურეობას;
ვ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას