შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სახელმწიფოსადმი არსებული სასესხო ვალდებულებათა შესრულების ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.04.2000 ძალადაკარგული 14.09.2003
გამომცემი ორგანო
ნომერი
№162
სარეგისტრაციო კოდი
240.050.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 37, 21/04/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №162

2000 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სახელმწიფოსადმი არსებული სასესხო ვალდებულებათა შესრულების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს ექსიმბანკსა და კოკა-კოლა კავკასიონს (ამჟამად კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას)  შორის, თურქეთის საექსპორტო დაკრედიტების ბანკსა და საქართველოს ექსიმბანკს შორის 1993 წლის 12 თებერვლის საკრედიტო შეთანხმების საფუძველზე, 1993 წლის 10 აგვისტოს დადებული საკრედიტო შეთანხმებით გამოწვეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი არსებული სასესხო ვალდებულებათა დროული შესრულების მიზნით:

1. განხორციელდეს შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მიერ საკრედიტო შეთანხმებით აღებული სესხის სახელმწიფო ბიუჯეტისათვის დაბრუნების სფეროში არსებული შეფერხებებით გამოწვეული დავალიანების გადავადება წინამდებარე ბრძანებულებით განსაზღვრული პირობებით.

2. ვალდებულებათა შესრულების გადავადების რეჟიმი დაწყებულად ჩაითვალოს „ფინანსური ვალდებულებების გადაცემისა და გადავადების შესახებ თურქეთის ექსპორტკრედიტ ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის 50 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო კრედიტის შესახებ“ ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან – 1998 წლის 4 თებერვლიდან.

3. წინამდებარე ბრძანებულებით გადავადებული სასესხო ვალდებულებათა შესრულების ვადა განისაზღვროს 10 წლით, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, სასესხო ვალდებულებათა შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, საურავის წლიური მოცულობა განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ შორის ხელშეკრულებით.

4. 1998 წლის 4 თებერვლიდან 1999 წლის 31 დეკემბრამდე შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მიერ გადახდილი თანხები ჩაითვალოს 1998 წლის 4 თებერვლისათვის არსებულ დავალიანებაზე დარიცხული სარგებლის პროცენტის, ხოლო დარჩენილი ნაშთი – ძირითადი თანხის ანგარიშში.

5. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (დ.ონოფრიშვილი) შპს  „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთან“ შესაბამისი ხელშეკრულების დადება წინამდებარე ბრძანებულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

6. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. შევარდნაძე

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სახელმწიფოსადმი არსებული სასესხო ვალდებულებათა შესრულების ღონისძიებათა შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.09.2003.
როდის იქნა მიღებული „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სახელმწიფოსადმი არსებული სასესხო ვალდებულებათა შესრულების ღონისძიებათა შესახებ“?
„შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სახელმწიფოსადმი არსებული სასესხო ვალდებულებათა შესრულების ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 21.04.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №162. სარეგისტრაციო კოდი — 240.050.000.05.002.001..
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სახელმწიფოსადმი არსებული სასესხო ვალდებულებათა შესრულების ღონისძიებათა შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 14.09.2003-დან.
სად არის „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სახელმწიფოსადმი არსებული სასესხო ვალდებულებათა შესრულების ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.09.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სახელმწიფოსადმი არსებული სასესხო ვალდებულებათა შესრულების ღონისძიებათა შესახებ“, №162, 21.04.2000, სარეგისტრაციო კოდი 240.050.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/113800/