„შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სახელმწიფოსადმი არსებული სასესხო ვალდებულებათა შესრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 აპრილის №162 ბრძანებულების ბათილად ცნობის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №444
2003 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
„შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სახელმწიფოსადმი არსებული სასესხო ვალდებულებათა შესრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 აპრილის №162 ბრძანებულების ბათილად ცნობის თაობაზე
თურქეთის „ექსიმბანკსა“ და საქართველოს „ექსიმბანკს“ შორის 1993 წლის 12 თებერვლის საკრედიტო შეთანხმების საფუძველზე მოზიდული სახსრებით მოსარგებლე ეკონომიკური აგენტების მიერ თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების უზრუნველყოფის, თურქეთის „ექსიმბანკსა“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის ფინანსური ვალდებულებების გადაცემა-გადავადებისა და ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 18 მაისის №1477 და №1478 დადგენილებების განხორციელების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 აპრილის №162 ბრძანებულების მე-5 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კოკა-კოლასთან“ რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების დადება ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული პირობებით, თუმცა ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა:
1. ბათილად იქნეს ცნობილი „შეზღუდული პასუხისმგელობის საზოგადოება „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სახელმწიფოსადმი არსებული სასესხო ვალდებულებათა შესრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 აპრილის №162 ბრძანებულება.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კოკა-კოლაზე“ სესხად გაცემული თანხის და მასზე დარიცხული საპროცენტო საჯარიმო გადასახდელების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.
ე. შევარდნაძე