კახეთის რეგიონში განლაგებული ელექტროგამანაწილებელი კომპანიების: ს/ს ,,ახმეტაენერგოს", ს/ს ,,ენერგეტიკის" (ყვარელი), ს/ს „თელავენერგოს", ს/ს ,,ლაგოდეხენერგოს", ს/ს ,,სიღნაღის ელმეგას", ს/ს ,,ელექტროსერვისის საგარეჯო ს/ს ,,ელექტრონის" (გურჯაანი) საგარეჯო ს/ს" (გურჯაანი) და ს/ს ,,ენერგეტიკოსის" (დედოფლისწყარო) აქციათა 75 პროცენტის პირდაპირი მიყიდვის წესით შპს ,,თაქლასთვის" მიყიდვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№607
სარეგისტრაციო კოდი
240.060.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 57(64), 05/11/1999
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №607

1999 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

კახეთის რეგიონში განლაგებული ელექტროგამანაწილებელი კომპანიების: ს/ს „ახმეტაენერგოს“, ს/ს „ენერგეტიკის“ (ყვარელი), ს/ს „თელავენერგოს“, ს/ს „ლაგოდეხენერგოს“, ს/ს „სიღნაღის ელმეგას“, ს/ს „ელექტროსერვისის“ (საგარეჯო), ს/ს „ელექტრონის“ (გურჯაანი) და ს/ს „ენერგეტიკოსის“ (დედოფლისწყარო) აქციათა 75 პროცენტის პირდაპირი მიყიდვის წესით შპს „თაქლასთვის“ მიყიდვის შესახებ

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის 1999 წლის 15 ოქტომბრის №15 (21) ოქმის საფუძველზე:

1. კახეთის რეგიონში განლაგებული ელექტროგამანაწილებელი კომპანიების: ს/ს „ახმეტაენერგოს“, ს/ს „ენერგეტიკის“ (ყვარე­ლი), ს/ს „თელავენერგოს“, ს/ს „ლაგოდეხენერგოს“, ს/ს „სიღნა­ღის ელმეგას“, ს/ს „ელექტროსერვისის“ (საგარეჯო), ს/ს „ელექტრონის“ (გურჯაანი) და ს/ს „ენერგეტიკოსის“ (დედოფლისწყარო) აქციათა 75 პროცენტი პირდაპირი მიყიდვის წესით მიეყიდოს შპს „თაქლას“ 250 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში.

2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) განახორციელოს კახეთის რეგიონში განლაგებული ელექტრომაგანაწილებელი კომპანიების: ს/ს „ახმეტაენერგოს“, ს/ს „ენერგეტიკის“ (ყვარელი), ს/ს „თელავენერგოს“, ს/ს „ლაგოდეხ-ენერგოს“, ს/ს „სიღნაღის ელმეგას“, ს/ს „ელექტროსერვისის“ (საგარეჯო), ს/ს „ელექტრონის“ (გურჯაანი) და ს/ს „ენერგეტიკოსის“ (დედოფლისწყარო) აქციათა 75 პროცენტის პირდაპირი მიყიდვის წესით შპს „თაქლასათვის“ მიყიდვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო შემოსული თანხების განაწილება განხორციელდეს დადგენილი წესის შესაბამისად თანაბარპროპორციულად რაიონების მიხედვით.

3. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 15 აპრილის №142 განკარგულებით ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივა­ტიზების მიზნით შექმნილმა მუდმივმოქმედმა საკონკურსო კომისიამ ერთ თვეში წარმოადგინოს წინადადებები შპს „თაქლასათვის“ სააქციო საზოგადოება „ელექტროგადაცემის“ ბალანსზე რიცხული 35კვტ სიმ­ძლავრის ელექტროგადამცემი ქვესადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების გადაცემის შესახებ.

ე. შევარდნაძე