,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის №359 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე``

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№174
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.05.002.002.941
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 53, 21/05/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №174

2004 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის №359 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლისა და „საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონის პირველი მუხლის გ) ქვეპუნქტის და მე-9 მუხლის თანახმად:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის №359 ბრძანებულება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შემადგენლობა და კომისიის დებულება.

მ. სააკაშვილი