„საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №387
2004 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 დეკემბრის №765 ბრძანებულებით შექმნილი საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახური.
2. შეიქმნას საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ვაჟა ბერიძე – სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე
პავლე მაწკეპლაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი
რუსუდან ნახუცრიშვილი – სამსახურის ბუღალტერი.
3. სალიკვიდაციო კომისიამ კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს:
ა) საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურის ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა;
ბ) თანამშრომელთა გათავისუფლება;
გ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელება.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნველყოს „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურისათვის გათვალისწინებული სალიკვიდაციო თანხის გამოყოფა.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რესპუბლიკის საფინანსო, საინვესტიციო-სატრასტო და სადაზღვევო კომპანიათა (საზოგადოებათა) საქმიანობის კოორდინაციისა და ზედამხედველობის სამსახურის საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 დეკემბრის №765 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ”?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.10.2004.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ”?
- „საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ” მიღებულია 14.09.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №387. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.050.05.002.003.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ”-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 22.10.2004-დან.
- სად არის „საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.10.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ”, №387, 14.09.2004, სარეგისტრაციო კოდი 040.030.050.05.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/36040/