„საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1057
2005 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახური (შემდგომში – სამსახური).
2. შეიქმნას სამსახურის სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ვიქტორ რცხილაძე – სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე
ნონა კაკულია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სპეციალისტი
მაია კოჭლამაზაშვილი – სამსახურის ბუღალტერი
არჩილ გერსამია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.
3. სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სალიკვიდაციო კომისიამ 2006 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული, საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 ივლისის №385 ბრძანებულება;
ბ) „საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 აპრილის №251 ბრძანებულება.
5. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 1 თებერვლიდან.
6. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ”?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.12.2005.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ”?
- „საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ” მიღებულია 17.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №1057. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.050.08.002.003.747.
- სად არის „საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ”, №1057, 17.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.050.08.002.003.747 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/96610/