საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.08.2006 ძალადაკარგული 22.02.2008
ნომერი
№664
სარეგისტრაციო კოდი
360010010.22.023.008038
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 107, 11/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.010.010.22.023.008.038

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №664

2006 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფ­ლე­­­ბა­­­მო­­სი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქარ­თველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს დებულების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარე­მოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის დებუ­ლება“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებუ­ლების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინის­ტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №71 ბრძანების პირ­­ვე­ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქარ­თველოს გარე­მოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამმართვე­ლოს დებუ­ლება“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე­სურ­სების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ბიო­მრავალფეროვნების დაცვის სამსახური (შემდგომ­ში – სამსახური) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტუ­რულ ქვედანაყოფს.

    მუხლი 2

სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქარ­თველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელ­შეკ­რუ­ლებებით, საქართველოს კანონებით, სამინის­ტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინის­ტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმა­ტიული აქტებით.

    მუხლი 3

სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 4

სამსახურის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

 

თავი II. სამსახურის საქმიანობის სფერო და ამოცანები

    მუხლი 5

1. სამსახურის საქმიანობის სფერო განისაზღვრება საქართველოს მიერ ბიომრავალფეროვნების სფეროში ხელ­მოწე­რი­ლი და რატიფიცირებული საერთაშორისო კონვენ­ციებითა და შეთანხმებებით, „გარემოს დაცვის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, „საქართვე­ლოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესა­ხებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქარ­თველოს კანონებით, ტყის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ბიომრავალფეროვ­ნების კომპონენეტების სახეობების და მათი ჰაბიტატების დაცვა, აგრეთვე ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპებზე დაფუძნებული მართვა.

3. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ამოცანებსა და ფუნქცია-მოვალეობებს წარმოადგენს:

ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბიომრავალ­ფე­როვნების კოპონენტების დაცვისა და შენარჩუნების, ბიოლოგიური რესურსების მართვის და რეგულირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და რეალიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;

ბ) საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრა­ტეგიითა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების კოორდინაცია, განხორციელებული ქმდებების შესახებ ინფორმაციის აგრეგირება, ანალიზი და შეფასება;

გ) ბიომრავალფეროვნების სფეროში რატიფიცირე­ბუ­ლი და მიერთებული კონვენციებით (კონვენცია ბიოლო­გიური მრავალფეროვნების შესახებ, კონვენცია გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესა­ხებ, კონვენცია საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტე­ნიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ, კონვენცია ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვაზე, ამ კონვენ­ციების შეთანხმებები და ოქმები, რომლებიც რა­ტი­ფი­ცირებულია საქართველოს მიერ, შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის შესახებ კონვენციის შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების დაცვის ოქმი) განსაზ­ღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია, ეროვნული მოხსენებების მომზადება;

დ) ბიომრავალფეროვნების კომპონენეტების დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენის ღონისძიებების პრიორიტე­ტული მიმართულებებების განსაზღვრა, დაგეგმვა, პროგრამების/პროექტების შემუშავება და მათი განხორ­ციე­ლების კოორდინაცია;

ე) ბიომრავალფეროვნების კომპონენეტების დაცვის, აღდგენისა და სარგებლობის საინფორმაციო საცნობარო მონაცემთა ბაზის შექმნა, ჰაბიტატების (საბინადრო ადგილების) კლასიფიკაციის სისტემის გამოყენებით; ბიო­მრავალფეროვნების სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გაცვლის მიზნით ეროვნული ქსელის (ორგანიზაციული და ინფორმაციუ­ლი) შექმნა და მუდმივი განახლების უზრუნველ­ყოფა;

ვ) ბიომრავალფეროვნების კომპონენტების მონიტო­რი­ნგის სახელმწიფო სისტემის კოორდინაცია, ბიო­მრავალ­ფეროვნების კომპონენტების მდგომარეობის შეფა­სების ინდიკატორების განსაზღვრა და მონიტორინ­გის ეროვნული პროგრამების შემუშავება;

ზ) „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე“ (CITES) კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგუ­ლი­რე­ბა/ადმინისტრირება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად;

თ) მონაწილეობის მიღება ბიოლოგიური რესურ­სებით სარგებლობის რეგულირების პროცესში, კვოტე­ბისა და მეთოდების განსაზღვრისა და შესაბამისი ინ­სტრუქ­ციებისა და წესების შემუშავებაში;

ი) სამონადირეო მეურნეობის შექმნისა და ფუნქციო­ნირების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა;

კ) საქართველოს „წითელი ნუსხაში“ ცვლილებებისა და დამატებების პროექტების განხილვა, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, „საქართველოს წითელი წიგნის“ გამოცემის ორგანიზაციული უზრუნ­ველ­­ყოფა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორ­ციელების კოორდინირება;

ლ) გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეა­­ლიზაციის უზრუნველყოფა;

მ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარე­ბის კონცეფციების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშა­ვებაში მონაწილეობა;

ნ) ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ო) ბიოლოგიური რესურსების მართვის სფეროში ეკონომიკური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

პ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა.

    მუხლი 6

დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულე­ბისას სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფ­ლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირებისაგან სათანადო ინფორმაცია და მასალები სამსახურის კომპე­ტენ­ციით განსაზღვრულ საკითხებზე;

ბ) მოამზადოს წინადადებები ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრუ­ლებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზა­ციისთვის;

გ) მონაწილეობა მიიღოს ბიომრავალფეროვნების კომპონენეტების დაცვის და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების სფეროში მიზნობრივი პროგრამე­ბის შემუშავებასა და განხორციელებაში.

თავი III. სამსახურის ხელმძღვანელი

    მუხლი 7

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფრო­სი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს მინისტრი.

2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინის­ტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. სამსახურის უფროსი:

ა) აწარმოებს სამსახურის მუშაობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სპეციალისტებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამინისტროს შინაგანაწესის შესრულებას;

დ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას სამსახურის საქმიანობის ანგარიშს დადგენილ ვადებში;

ე) პასუხისმგებელია სამუშაო გეგმების, მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულებაზე;

ვ) განსაზღვრავს სამსახურის მუშაობის პრიორიტე­ტულ მიმართულებებს, ადგენს ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს, რომლებსაც ათანხმებს კურატორ მინისტრის მოადგილესთან;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საერ­თა­­შო­რისო ვალდებულებების შესრულების ორგანი­ზების მიმდინარეობას;

თ) ამზადებს წინადადებებს სამსახურის სტრუქტუ­რული ცვლილებების შესახებ და წარუდგენს მინისტრს.

თავი IV. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 8

სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატე­ბების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით.