ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №260
2000 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
საუნივერსიტეტო განათლების მიღებაში ქვეყნის ახალგაზრდებისათვის, მეცნიერებისა და განათლების რეგიონალური ცენტრებისათვის დახმარებისა და ხელშეწყობის მიზნით:
1. ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტს, რომელიც დაკომპლექტებულია სამეცნიერო-პედაგოგიური კადრებით, მიენიჭოს შესაბამისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი.
2. ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტს ეწოდოს ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
3. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია), ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი), ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი. ჩხარტიშვილი) და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში ი. ბოჭორიძემ ინსტიტუტისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყონ აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის საუნივერსიტეტო პროფილის სრულყოფის ღონისძიებათა განხორციელება.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.06.2000.
- როდის იქნა მიღებული „ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“?
- „ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“ მიღებულია 16.06.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №260. სარეგისტრაციო კოდი — 430.210.000.05.002.001..
- სად არის „ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.06.2000 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“, №260, 16.06.2000, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 16.06.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/113980/