“ინვესტორთა მომსახურების ერთიანი ცენტრის შექმნის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
240.080.000.10.003.000.023
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 42, 22/04/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №23

2004 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

ინვესტორთა მომსახურების ერთიანი ცენტრის შექმნის შესახებ

საქართველოს ეკონომიკაში კერძო კაპიტალის მოზიდვის ხელშეწყობისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით:

1. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში შეიქმნას ინვესტორების საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების ერთიანი ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტოს ფარგლებში.

2. ცენტრის ძირითად ამოცანებად განისაზღვროს:

ა) მოქმედ და პოტენციურ ინვესტორთა საინფორმაციო, საკონსულტაციო და ანალიტიკური მომსახურება;

ბ) ლიცენზიებისა და ნებართვების მიღებისა და სარეგისტრაციო პროცედურების ხელშეწყობით საინვესტიციო საქმიანობის წახალისება;

გ) ინვესტორთათვის მომართვის საფუძველზე მარკეტინგული, იურიდიული, ფინანსური და სხვა სახის კვლევების განხორციელება;

დ) საინვესტიციო ბარიერებისა და ინვესტორთა წინაშე არსებული პრობლემების ანალიზი და მათი გადაწყვეტა;

ე) საქართველოში ინვესტორთა პოტენციალისა და პერსპექტივების გამოვლენა და განვითარების მხარდაჭერა;

ვ) ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორთა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობათა იდენტიფიცირება და ხელშეწყობა;

ზ) საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებისათვის საჭირო წინადადებების მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა.

3. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (ი. რეხვიაშვილი) ორ კვირაში მოამზადოს და საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს მოქმედი ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ბაზაზე ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტოს შექმნისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, აგრეთვე, მისი დებულებისა და სტრუქტურის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებულ იქნება ინვესტორების მომსახურების ერთიანი ცენტრის ფუნქციონირების ორგანიზება.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია