,,ცხინვალის რეგიონში წყალმომარაგება-კანალიზაციის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ``

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№192
სარეგისტრაციო კოდი
300.010.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 56, 03/06/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №192

2004 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

ცხინვალის რეგიონში წყალმომარაგება-კანალიზაციის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე ცხინვალის რეგიონის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთიან სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობის და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით:

1. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრომ (თ. სულუხია) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის – „ცხინვალის რეგიონში მიწისძვრის და კონფლიქტის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების და საინჟინრო კომუნიკაციების აღდგენასთან დაკავშირებული ღონისძიებების” ფარგლებში:

– მდ. ლიახვის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებული სოფლების (კეხვი, ქურთა, ზემო და ქვემო აჩაბეთი, თამარაშენი) სასმელი წყლით უწყვეტი მომარაგებისა და ქ. ცხინვალის საკანალიზაციო სისტემის განახლების უზრუნველსაყოფად (პროექტის დაფინანსება მოხდეს წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით) 2004 წლის 15 ივნისამდე შეიმუშაოს ცხინვალის რეგიონის წყალსადენისა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დავალება;

– 2004 წლის 31 აგვისტომდე უზრუნველყოს სათანადო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება.

2. აღდგენითი სამუშაოების ჩატარება განხორციელდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის პარალელურად.

3. სამუშაოთა პრიორიტეტულობისა და გადაუდებლობის გამო უფლება მიეცეს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს (თ. სულუხია) საინჟინრო კომუნიკაციების აღდგენასთან დაკავშირებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები დაუკვეთოს ერთ პირთან მოლაპარაკების წესით.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) 2004 წლის 10 ივნისამდე გადაწყვიტოს სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების საკითხი.

5. კონტროლი ბრძანებულების შესრულებაზე განახორციელოს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრომ.

მ. სააკაშვილი