,,ცხინვალის რეგიონში საავტომობილო გზების შეკათების ღონისძიებათა შესახებ``

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№201
სარეგისტრაციო კოდი
310.090.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 58, 09/06/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №201

2004 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

ცხინვალის რეგიონში საავტომობილო გზების შეკეთების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

ავტოსატრანსპორტო უსაფრთხო მოძრაობისა და შეუფერხებელი განვლადობის უზრუნველსაყოფად, ცხინვალის რეგიონში საავტომობილო გზების და ხიდების შეკეთებისა და სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით:

1. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი) დაუყოვნებლივ დაიწყოს გორი-ცხინვალი-გუფთას, ცხინვალი-ვანათი-ზონკარი-აწრისხევის, ცხინვალი-ხეითი-ძარწემი-ქემერტი-სვერის, აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზების სავალი ნაწილის მოვლა-შენახვის და პერიოდული შეკეთების სამუშაოები.

2. შესასრულებელი სამუშაოები დაფინანსდეს საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს ერთიანი სახელმწიფო საგზაო ფონდის სახსრებიდან.

3. ცხინვალის რეგიონში შექმნილი პოლიტიკური და სოციალური ვითარების გამო, საავტომობილო გზებზე სამუშაოების განხორციელების გადაუდებლობისა და დროულად ჩატარების მიზნით, ფორს-მაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული მოვლა-შენახვისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოები განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების წესით.

მ. სააკაშვილი