ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.08.2010 ძალადაკარგული 25.01.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.151.000715
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 26, 17/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.35.151.000.715

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2010 წლის 31 აგვისტო

დ. სტეფანწმინდა

 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების, 2010 წლის 7 ივლისის № 476 №4 დანართისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები დანართი №1-ის შესაბამისად.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სტრუქტურისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრა-დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №2 დადგენილება.

    მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. მალანია

დანართი №1

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები

თანამდებობათა დასახელება

 

თანამდებობრივი სარგო

1

 საკრებულოს თავმჯდომარე

2360

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1100

3

საკრებულოს აპარატის უფროსი

700

4

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

 

650

5

საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის (განყოფილების) უფროსი

 

500

6

უმცროსი საჯარო თანამდებობა

მთავარი სპეციალისტი

 

420

7

უმცროსი საჯარო თანამდებობა

წამყვანი სპეციალისტი

 

380

8

უმცროსი საჯარო თანამდებობა

უფროსი სპეციალისტი

 

350