ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.08.2010 ძალადაკარგული 25.01.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.151.000715
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 26, 17/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.35.151.000.715

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2010 წლის 31 აგვისტო

დ. სტეფანწმინდა

 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების, 2010 წლის 7 ივლისის № 476 №4 დანართისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები დანართი №1-ის შესაბამისად.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სტრუქტურისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრა-დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №2 დადგენილება.

    მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. მალანია

დანართი №1

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები

№

თანამდებობათა დასახელება

 

თანამდებობრივი სარგო

1

 საკრებულოს თავმჯდომარე

2360

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1100

3

საკრებულოს აპარატის უფროსი

700

4

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

 

650

5

საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის (განყოფილების) უფროსი

 

500

6

უმცროსი საჯარო თანამდებობა

მთავარი სპეციალისტი

 

420

7

უმცროსი საჯარო თანამდებობა

წამყვანი სპეციალისტი

 

380

8

უმცროსი საჯარო თანამდებობა

უფროსი სპეციალისტი

 

350

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.01.2013.
როდის იქნა მიღებული „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 31.08.2010. მიმღები ორგანო — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №27. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.35.151.000715.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.01.2013-დან.
სად არის „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.01.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №27, 31.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.151.000715 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1140764/