ა) განსაზღვრავს რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს;
ბ) უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტიან დაცვას საერთო სასამართლოების მიერ;
გ) განსაზღვრავს საერთო სასამართლოთა თავმჯდომარეების, აპარატის კომპეტენციასა და საქმიანობის ფორმებს, სასამართლო არქივის საქმიანობას, მოქალაქეთა მიღების, ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვის, საქმის გაცნობისა და სამართალწარმოების წესს