ა) ახორციელებს სასამართლოს აპარატის მოხელეთა და სხვა თანამშრომელთა საკადრო აღრიცხვას;
ბ) აწარმოებს სასამართლოს აპარატის მოხელეთა შრომის წიგნაკებსა და ჩასართავ ფურცლებს;
გ) ადგენს აპარატის მოხელეთა ნამსახურობის ნუსხას;
დ) აფორმებს სასამართლოს აპარატის მოხელეთა დანიშვნასა და გათავისუფლებას, შვებულებებს, საპენსიო საბუთებს, შრომისუუნარობის ფურცლებსა და მივლინებებს;
ე) ამზადებს და აფორმებს ბრძანებებს სასამართლოს აპარატის მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ