1. სამართლებრივი ინფორმატიკის განყოფილების შემადგენლობაში შედიან კანონმდებლობის სისტემატიზაციის სექტორი და სტატისტიკის სექტორი.
2. განყოფილების უფროსი წარმართავს განყოფილების ორგანიზაციულ საქმიანობას, ხელმძღვანელობს განყოფილების მუშაობას.
3. კანონმდებლობის სისტემატიზაციის სექტორი:
ა) უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების კოდიფიცირებას;
ბ) დროულად შეაქვს ცვლილებები და დამატებები საკანონმდებლო აქტების საკონტროლო ეგზემპლარებში;
გ) უზრუნველყოფს საჭირო ნორმატიული მასალის ოპერატიულ მოძიებას.
4. სტატისტიკის სექტორი:
ა) აწარმოებს სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას და შესაბამის რეკომენდაციებს აწვდის სასამართლოს თავმჯდომარეს;
ბ) კანონით დადგენილი წესით სტატისტიკურ მონაცემებს აწვდის საქართველოს უზენაეს სასამართლოს