მოსამართლის თანაშემწე ასრულებს მოსამართლის ცალკეულ დავალებებს, კერძოდ:
ა) თუ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილია განჩინება ძებნის მოტივით სამართალში მიცემულის მიმართ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, განჩინების ასლს უგზავნის შესაბამისი რაიონის შინაგან საქმეთა ორგანოს განსასჯელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ბ) თუ სისხლის სამართლის საქმე სამრთალში მიცემის სტადიაში შეწყდა, სასამართლოს გადაწყვეტილებას პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ საქმის შეწყვეტის თაობაზე დაუყოვნებლივ უგზავნის იზოლატორის უფროსს, ხოლო საქმეს გადასცემს კანცელარიას;
გ) დამთავრებულ სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში აბარებს სასამართლოს კანცელარიას, რაც რეგისტრირებული უნდა იყოს სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის საქმეთა აღრიცხვის შესაბამის ჟურნალებში;
დ) მოსამართლის მიერ განმცხადებლის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის დოკუმენტის გამოტანის შემდეგ დადგენილების ასლს და წარმოდგენილ სამოქალაქო სარჩელის ასლს გადასცემს სამოქალაქო მოპასუხეს ან მის წარმომადგენელს და განუმარტავს საქართველოს სსსკ 90-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს;
ე) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გამოტანილ განჩინების ასლს ამ დებულებით დადგენილ ვადაში გადასცემს დაინტერესებულ მხარეს;
ვ) არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ საქმის განხილვას აცნობებს არასრულწლოვანთა საქმეების კომისიას ან ინსპექციას და საჭიროების შემთხვევაში გამოიძახებს ამ ორგანიზაციათა წარმომადგენლებს.
რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 31.03.2009
მუხლი 21
თავი VII — მოსამართლის თანაშემწე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2009. გამოქვეყნება: სსმ, 102, 02/11/2000.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 21, №466, 27.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/114292/muxli-21/