ა) ამოწმებს, გამოცხადნენ თუ არა სასამართლო პროცესზე გამოძახებული პირები, და ამას მოახსენებს სასამართლოს;
ბ) თავმჯდომარის წინადადებით საჯაროდ კითხულობს საპროცესო დოკუმენტებს, აწარმოებს სასამართლო სხდომის ოქმს;
გ) ვალდებულია სწორად შეიტანოს ოქმში სასამართლოს მოქმედება და გადაწყვეტილება, აგრეთვე სასამართლო სხდომის ყველა მონაწილის მოქმედება, განცხადება, შუამდგომლობა, ჩვენება და ახსნა-განმარტება; როგორც წესი, ოქმში ფიქსირდება პროცესის მონაწილეთა როგორც შეკითხვა, ისე შეკითხვაზე პასუხი;
დ) უფლება აქვს ოქმის მომზადებისას გამოიყენოს მაგნიტოფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნიკური საშუალებები, რომელთა ჩანაწერები ოქმს თან ერთვის. სასამართლო სხდომის ან ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შემდეგ მაგნიტოფონის, კომპიუტერისა ან სხვა ტექნიკური საშუალებების ჩანაწერები გადატანილი უნდა იქნეს ოქმში;
ე) სისხლის სამართლის საქმეებზე უფლებამოსილია ოქმის შინაარსის გამო თავმჯდომარესთან უთანხმოების შემთხვევაში გამოთქვას თავისი შენიშვნა ან შესაგებელი და გაუგზავნოს იგი განსახილველად ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარეს;
ვ) იძლევა ახსნა-განმარტებებს სასამართლო სხდომაზე, თუ ოქმის გამო არსებობს შენიშვნები;
ზ) საქმეში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აკერებს: საცნობარო ფურცელს, განჩინებას (დადგენილებას) და საქმის განხილვისას წარმოებულ მიმოწერის მასალებს, კანონით დადგენილი წესით შემოწმებულ და ხელმოწერილ სასამართლო სხდომის ოქმს, საქმეზე თანდართულ ყველა დოკუმენტს სასამართლო განხილვისას მათი შემოსვლის თანამიმდევრობით, განაჩენს ან გადაწყვეტილებას (ის დოკუმენტები, რომლებიც მხარეებმა გადასცეს მოსამართლის თანაშემწეს, უნდა დარეგისტრირდეს კანცელარიაში და გადაეცეს სხდომის მდივანს);
თ) ნომრავს საქმის ფურცლებს და საცნობარო ფურცელზე აღწერს საქმეში არსებულ დოკუმენტებს საქმის ფურცლების მითითებით.
თავი IX
რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების კანცელარია (ექსპედიცია
რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 31.03.2009
მუხლი 23. სასამართლო სხდომის მდივანი:
თავი VIII — სასამართლო სხდომის მდივანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. კადრების განყოფილება:
- მუხლი 15. სამართლებრივი ინფორმატიკის განყოფილება:
- მუხლი 18. ადმინისტრატორი:
- მუხლი 20. მოსამართლის თანაშემწე:
- მუხლი 21. მოსამართლის თანაშემწე ასრულებს მოსამართლის ცალკეულ დავალებებს, კერძოდ:
- მუხლი 22. საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის კანცელარიაში, სადაც აღინიშნება სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის სპეციფიკურობა, რაც დაკავშირებულია საპატიმრო ვადის გაგრძელებასთან და აღკვეთის ღონისძიების შერჩ
- მუხლი 25. სასამართლოს კანცელარია (ექსპედიცია) უზრუნველყოფს:
- მუხლი 26. კანცელარიის გამგე:
- მუხლი 27. კანცელარიის სპეციალისტები უზრუნველყოფენ:
- მუხლი 28. 1. რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში მოქალაქეთა მიღებას აწარმოებენ სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე, მოსამართლის თანაშემწე და კანცელა
- მუხლი 29. 1. დაუშვებელია მოსამართლის მიერ პროცესის მონაწილე ერთი მხარის ან მისი წარმომადგენლის ინდივიდუალური მიღება მეორე მხარის ან მისი წარმომადგენლის დაუსწრებლად
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 23, №466, 27.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/114292/muxli-23/