ა) ხელმძღვანელობს კანცელარიისა და სასამართლოს არქივის საქმიანობას(თუ სასამართლოში არ არის არქივარიუსის შტატი);
ბ) ანაწილებს სამუშაოს სასამართლოს კანცელარიის მუშაკთა შორის;
გ) რაიონულ(საქალაქო) სასამართლოში აწარმოებს სასამართლოს მუშაკთა სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვას და აკონტროლებს მათ მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას;
დ) განიხილავს შემოსულ კორესპოდენციას, საჩივრებს, განცხადებებს და მოახსენებს სასამართლოს თავმჯდომარეს;
ე) ახდენს ყველა შემოსული სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის საქმისა და სხვა დოკუმენტების რეგისტრაციას ,,შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალში“;
ვ) უზრუნველყოფს განრიგების წარმოებას;
ზ) აკონტროლებს პირველადი სტატისტიკური აღრიცხვის დოკუმენტების წარმოებას;
თ) აკონტროლებს სააღრიცხვო-სტატისტიკური ბარათების წარმოებას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე, უზრუნველყოფს სტატისტიკური ანგარიშების სწორად და დროულად შედგენას;
ი) აკონტროლებს ზემდგომ სასამართლოში იმ საქმეთა დროულ გაგზავნას, რომლებზეც შემოსულია სააპელაციო, საკასაციო ან კერძო საჩივარი;
კ) აწარმოებს კერძო განჩინებათა (დადგენილებათა) აღრიცხვას და აკონტროლებს იმ მიმოწერას, რაც მათ აღსრულებას ეხება;
ლ) აკონტროლებს სხვა სასამართლოდან გამოგზავნილ სასამართლო დავალებათა აღრიცხვას;
მ) უზრუნველყოფს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეების, ნივთიერი მტკიცებულებების აღრიცხვისა და შენახვის ორგანიზაციას
რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 31.03.2009
მუხლი 26. კანცელარიის გამგე:
თავი IX — რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების კანცელარია (ექსპედიცია)
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 17. საერთო განყოფილება (კანცელარია)
- მუხლი 6. სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კოლეგიის/პალატის თავმჯდომარისა და სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი უფლებამოსილი პირის უფლებამოსილება საქმეთა განაწილების პროცესში
- მუხლი 54. 1. დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს შტაბის (სამმართველო) ინსპექტორის, ინსპექტორის (ოპერატიული მორიგე), ინსპექტორის (საწყობის გამგე), №1 სამმართველოს ინსპექტორის ვაკან
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. ადმინისტრატორი:
- მუხლი 20. მოსამართლის თანაშემწე:
- მუხლი 21. მოსამართლის თანაშემწე ასრულებს მოსამართლის ცალკეულ დავალებებს, კერძოდ:
- მუხლი 22. საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის კანცელარიაში, სადაც აღინიშნება სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის სპეციფიკურობა, რაც დაკავშირებულია საპატიმრო ვადის გაგრძელებასთან და აღკვეთის ღონისძიების შერჩ
- მუხლი 23. სასამართლო სხდომის მდივანი:
- მუხლი 25. სასამართლოს კანცელარია (ექსპედიცია) უზრუნველყოფს:
- მუხლი 27. კანცელარიის სპეციალისტები უზრუნველყოფენ:
- მუხლი 28. 1. რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში მოქალაქეთა მიღებას აწარმოებენ სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე, მოსამართლის თანაშემწე და კანცელა
- მუხლი 29. 1. დაუშვებელია მოსამართლის მიერ პროცესის მონაწილე ერთი მხარის ან მისი წარმომადგენლის ინდივიდუალური მიღება მეორე მხარის ან მისი წარმომადგენლის დაუსწრებლად
- მუხლი 34. 1. კანცელარიის (ექსპედიციის) გამგე ან სპეციალისტი ხსნის კონვერტებს, ამოწმებს გამოგზავნილი სასამართლო საქმეებისა და სხვა მასალების შესაბამისობას აღწერილობასთან, შემდეგ საქმის მომართვის (წერილის და ა.შ.
- მუხლი 38. შემოსული დოკუმენტები იყოფა რეგისტრირებად და არარეგისტრირებად დოკუმენტებად
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 26, №466, 27.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/114292/muxli-26/