2. შესრულებული სააღსრულებო ფურცელი აღნიშვნით, რომ თანხა დაფარულია, უნდა დაერთოს საქმეს. სააღსრულებო ფურცლის მიუღებლობის შემთხვევაში კანცელარიის გამგე (სპეციალისტი) ვალდებულია შეხსენება მისწეროს სააღსრულებო ბიუროს.
3. თუ მსჯავრდებულს მისჯილი აქვს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, განაჩენის ასლი უნდა გადაიგზავნოს მისი სამსახურის ადგილზე განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღისა და იმ ფაქტის მითითებით, რომ სასჯელის ვადა გამოიანგარიშება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.
4. თუ მსჯავრდებულს მისჯილი აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, განაჩენის ასლი უნდა გადაიგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოში.
5. თუ მსჯავრდებულს მისჯილი აქვს გამასწორებელი სამუშაოები, განაჩენის ასლი ორ ცალად უნდა გადაიგზავნოს გამასწორებელი სამუშაოების აღსრულების გამგებელ ორგანოში განაჩენის აღსრულების განკარგულებით. განაჩენის ასლის მიღების შესახებ სასჯელის აღმასრულებელი ორგანოდან მოსული შეტყობინება უნდა დაერთოს საქმეს. განაჩენის ასლი ცნობისათვის უნდა გადაიგზავნოს მსჯავრდებულის სამუშაო ადგილზე.
6. თუ მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურეა და სასჯელის ზომად შეფარდებული აქვს სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსება, განაჩენის ასლი უნდა გადაიგზავნოს სამხედრო ნაწილში განაჩენის აღსრულების განკარგულებით. განაჩენის ასლის მიღების შესახებ სამხედრო ნაწილიდან მოსული შეტყობინება უნდა დაერთოს საქმეს.
7. თუ მსჯავრდებულს მისჯილი აქვს თავისუფლების შეზღუდვა, დამოწმებული გადაწყვეტილების ასლი, აღსრულების განკარგულებით იგზავნება სპეციალურ დაწესებულებაში, მისდამი ზედამხედველობის განხორცილებით. განაჩენის ასლი მიღების შესახებ შეტყობინება უნდა დაერთოს საქმეს