1. როგორც წესი, დოკუმენტი უნდა გაფორმდეს ბლანკზე, რომელიც შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტს. მას უნდა ჰქონდეს აუცილებელი რეკვიზიტების კომპლექსი და მათი განლაგების სტაბილური წესი. დოკუმენტების მომზადებისა და გაფორმების პროცესში აუცილებელი რეკვიზიტების შემადგენლობას შეიძლება დაემატოს სხვა რეკვიზიტები, თუ ამას მოითხოვს დოკუმენტის დანიშნულება, მისი დამუშავება და ა.შ.
2. თუ დოკუმენტი არაა ბლანკზე გაფორმებული, მაშინ მარცხენა ზედა კუთხეში დაესმის შტამპი.
3. დოკუმენტების აუცილებელი რეკვიზიტებია:
ა) დოკუმენტის ავტორი – დაწესებულების დასახელება;
ბ) დოკუმენტის ავტორი – დაწესებულების კოდი;
გ) დოკუმენტის სახეობის ან დოკუმენტის უნიფიცირებული ფორმის (მათ შორის სათაურის) სახელწოდება;
დ) ტექსტის სათაური;
ე) დოკუმენტის სათაურის კოდი;
ვ) დოკუმენტის თარიღი, ინდექსი, ვიზები და ხელმოწერა;
ზ) აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მის საქმეში მოთავსების შესახებ.
რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 31.03.2009
მუხლი 154
თავი XXII — სასამართლო დოკუმენტის შედგენა და გაფორმება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2009. გამოქვეყნება: სსმ, 102, 02/11/2000.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 154, №466, 27.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/114292/muxli-154/