1. საქმეთა მიღება და ჩაბარება კანცელარიის გამგის შეცვლის შემთხვევაში უნდა მოხდეს სასამართლოს თავმჯდომარის ან საერთო განყოფილების უფროსის თანდასწრებით.
2. საქმეთა მიღება და ჩაბარება უნდა გაფორმდეს მიღება-ჩაბარების აქტით. მიღება-გადაბარების აქტში უნდა აისახოს:
ა) საქმის წარმოების საერთო დახასიათება, მოცემულ სასამართლოში აღრიცხვის, ანგარიშგებისა და არქივის მდგომარეობა;
ბ) სასამართლოს წარმოებაში არსებული კარტოთეკების, ჟურნალების, წიგნების, განრიგების დასახელება;
გ) თითოეული კარტოთეკის, ჟურნალის, წიგნის და განრიგის დანომრილი ფურცლების რაოდენობა;
დ) შეუსრულებელი მასალები და განუხილველი საქმეები;
ე) სასამართლოს არქივის ყველა მასალა, არქივში შენახული სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეთა რაოდენობა;
ვ) ნივთიერი დამამტკიცებელი საბუთების აღრიცხვის ჟურნალის ჩანაწერებისა და მათი ფაქტობრივი ოდენობის შესაბამისობა.
3. მიღება-ჩაბარების აქტი უნდა შედგეს 2 ცალად, რომელსაც ხელს აწერენ გადაბარების მონაწილე პირები.
რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 31.03.2009
მუხლი 153
თავი XXI — საქმეთა მიღება და გადაბარება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 17. საერთო განყოფილება (კანცელარია)
- მუხლი 25. დაწესებულების არქივში დოკუმენტების ჩაბარების წესი
- მუხლი 25. დაწესებულების არქივში დოკუმენტების ჩაბარების წესი
- მუხლი 21. არქივში დოკუმენტების ჩაბარების წესი
- მუხლი 25. დაწესებულების არქივში დოკუმენტების ჩაბარების წესი
- მუხლი 25. დაწესებულების არქივში დოკუმენტების ჩაბარების წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2009. გამოქვეყნება: სსმ, 102, 02/11/2000.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 153, №466, 27.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/114292/muxli-153/