სადეპეშო მიმოწერა დაიშვება მხოლოდ სასწრაფო საკითხების გამო. დეპეშის შედგენა ხდება შემდეგი წესების დაცვით:
ა) დეპეშის ტექსტი უნდა იყოს მოკლე და კომპაქტური;
ბ) დეპეშაში არ დაიშვება სიტყვების შესწორება და გადაკეთება;
გ) დეპეშა იბეჭდება 2 ეგზემპლარად;
დ) მისამართის წინ მითითებული უნდა იყოს დეპეშის კატეგორია;
ე) დეპეშის ტექსტის შემდეგ შემოკლებით უნდა იყოს მითითებული თანამდებობა, აგრეთვე დეპეშაზე ხემომწერის გვარი, ხოლო ხაზის ქვეშ შემოკლების გარეშე დაიწერება ხელმომწერი პირის გვარი და თანამდებობა, სასამართლოს მისამართი და დეპეშის გაგზავნის თარიღი.
რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 31.03.2009
მუხლი 162
თავი XXII — სასამართლო დოკუმენტის შედგენა და გაფორმება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2009. გამოქვეყნება: სსმ, 102, 02/11/2000.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 162, №466, 27.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/114292/muxli-162/