ა) ადგენს და საქმეს ურთავს სტატისტიკურ ბარათებს მსჯავრდებულებზე, გამართლებულებზე, პირებზე, რომელთა მიმართ საქმე შეწყდა, აგრეთვე პირებზე, რომლებიც ცნობილი იქნენ შეურაცხადად და რომელთა მიმართ გამოყენებულია სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება;
ბ) სასამართლო სხდომაზე განსახილველად დანიშნულ საქმეთა აღრიცხვის ჟურნალში აკეთებს აღნიშვნას საქმის განხილვის შედეგების შესახებ;
გ) იმ საკითხებზე, რომლებზეც გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, თანაშემწე ამოწერს სააღსრულებო ფურცლებს და გადასცემს კანცელარიას სააღსრულებო ბიუროში გადასაგზავნად, რის შესახებაც კანცელარიის გამგე აკეთებს ხელმოწერას საცნობარო ფურცელზე და თავის მხრივ ატარებს ,,სააღსრულებო წარმოების რეგისტრაციის ალფაბეტურ ჟურნალში“ (სააღსრულებო ფურცელს ხელს აწერს მოსამართლე)