2. სასამართლოში გამოცხადებულ პირებს ეცნობებათ განხილვის დღე ხელმოწერით და იმ ფაქტის აღნიშვნით, რომ ჩაბარდათ საჩივრის ასლი. აღნიშნული ხელწერილი დაერთვის საქმეს საჩივრის შემდეგ. სხვა პირებს სააპელაციო, საკასაციო და კერძო სააპელაციო საჩივრის ასლები გაეგზავნებათ მოსამართლისა და თანაშემწის მიერ ხელმოწერილი მომართვით. მომართვის ასლი დაერთვის საქმეს.
3. პატიმრობაში მყოფ მსჯავრდებულს სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის ასლი გაეგზავნება და განხილვის დღე ეცნობება იმ დაწესებულებაში, სადაც იგი იმყოფება. მსჯავრდებულს ასლი ჩაბარდება ხელწერილის ჩამორთმევით. სააპელაციო (საკასაციო) ინსტანციაში საქმის გაგზავნამდე აპელანტს (კასატორს), მისივე მოთხოვნით, უნდა გადაეცეს საჩივრის შესაგებლის ასლი