შპს ,,აბრეშუმის კოშკისათვის" მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №487
2000 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
შპს „აბრეშუმის კოშკისათვის“ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ
თბილისში, რუსთაველის მოედანზე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი კომპლექსის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, რის შედეგად ქალაქი მიიღებს თანამედროვე არქიტექტორულ კომპლექსსა და მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს:
1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად პირდაპირი განკარგვის წესით, დადგენილი ნორმატიული ფასის გადახდით, საკუთრებაში გადაეცეს შპს „აბრეშუმის კოშკს“ რუსთაველის მოედნის ქალაქგეგმარებით კონკურსში გამარჯვებული პროექტის რეალიზაციისათვის საჭირო 4000 კვ. მ მიწის ნაკვეთი.
2. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ.ჩხენკელი), თბილისის მერიამ (ი.ზოდელავა) სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად აღმოუჩინონ დახმარება შპს „აბრეშუმის კოშკს“ პროექტის განსახორციელებლად საჭირო სამუშაოთა შესრულებაში.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს ,,აბრეშუმის კოშკისათვის" მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „შპს ,,აბრეშუმის კოშკისათვის" მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.11.2000.
- როდის იქნა მიღებული „შპს ,,აბრეშუმის კოშკისათვის" მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ“?
- „შპს ,,აბრეშუმის კოშკისათვის" მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ მიღებულია 17.11.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №487. სარეგისტრაციო კოდი — 240.050.000.05.002.001..
- სად არის „შპს ,,აბრეშუმის კოშკისათვის" მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.11.2000 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „შპს ,,აბრეშუმის კოშკისათვის" მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ“, №487, 17.11.2000, სარეგისტრაციო კოდი 240.050.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 17.11.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/114328/