შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1252
2012 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ქუთაისის (კოპიტნარის) აეროპორტის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ‑მინისტრი ნიკა გილაური
დანართი
ქუთაისის (კოპიტნარის) აეროპორტის ოპერირების მიზნებისათვის აეროპორტის ოპერირებისათვის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები სხვა საჭირო კომპონენტებთან ერთად მოიცავს ასევე შემდეგს:
აეროპორტის და მისი ინფრასტრუქტურის შესწავლა, ანალიზი და სათანადო სტრატეგიის შემუშავება;
აეროპორტის კომერციული და ოპერირების კონცეფციის შემუშავება;
აეროპორტის ოპერირებისათვის საჭირო სახელმძღვანელოების შემუშავება;
აეროპორტის ოპერირების ძირითადი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
აეროპორტის ოპერირებისათვის საჭირო მომსახურების დანერგვა;
აეროპორტის საკადრო პოლიტიკის შემუშავება;
სათანადო კადრების შერჩევა და ტრენინგი;
აეროპორტის სტრუქტურის ჩამოყალიბება;
აეროპორტის სრულყოფილი ოპერირებისათვის მომზადება.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2012.
- როდის იქნა მიღებული „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
- „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ მიღებულია 25.06.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1252. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“, №1252, 25.06.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2299804/