შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №496
2014 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა“ და შპს „ტავ ურბან საქართველოს“ შორის 2005 წლის 6 სექტემბერს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მშენებლობის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისა და გადაცემის შესახებ“ გაფორმებული ხელშეკრულების გადამუშავების, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მიერ ჩასატარებელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აუდიტის სრულყოფილად წარმართვის, ასევე, ხელშეკრულების გადამუშავებისა და აუდიტის პროცესის კოორდინაციის სრულყოფილად განხორციელების მიზნით, იურიდიული მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი