1. ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობებია:

ა) ადგილობრივი გადასახადები;

ბ) ადგილობრივი მოსაკრებლები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა არასაგადასახადო შემოსავლები;

გ) კაპიტალური შემოსავლები;

დ) გათანაბრებითი ტრანსფერი;

ე) სესხი;

ვ) გრანტი;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.

2. გარდაბნის ბიუჯეტში სხვა ბიუჯეტებიდან მოზიდული სახსრებია:

ა) სპეციალური ტრანსფერი;

ბ) მიზნობრივი ტრანსფერი;

გ) მიზნეობრივი სუბვენციები და მიზნობრივი სუბსიდიები.

3. ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ოდენობას განსაზღვრავს საკრებულო საქართველოს კანონმდებლობით დბაწესებული ზღვრული განაკვეთების გათვალისწინებით.

თავი IX. საკრებულოს დათხოვნა, საქმიანობის შეჩერება, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვე