მუხლი 52. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
თავი IX — საკრებულოს დათხოვნა, საქმიანობის შეჩერება, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეწყდება, თუ:
ა) თვითმმართველი ერთეული გაუქმებულია საქართველოს პარლამენტის დადგენილებით;
ბ) საკრებულოს წევრთა რაოდენობა შემცირდა ნახევარზე მეტით;
2. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით დაითხოვოს საკრებულო, თუ საკრებულომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიღებიდან 3 თვეში არ დაამტკიცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი .
3. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას .
4. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის მართვა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 52, №16, 17.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.161.000169 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1143662/muxli-52/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია