1. გარდაბნის ბიუჯეტი არის გარდაბნის თვითმმართველობის შემოსულობების, მისი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების ძირითადი საფინანსო გეგმა, რომელიც დამტკიცებულია საკრებულოს მიერ.

2. გარდაბნის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენის, განხილვისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“  საქართველოს კანონით, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ რეგლამენტითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

3. გარდაბნის ბიუჯეტი დამოუკიდებელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიჯეტებისა და სხვა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებისაგან.

4. საბიუჯეტო პროცესი იწყება ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე 10 თვით ადრე გარდაბნის ბიუჯეტის პროექტის შესახებ წინადადებების მომზადებით და მთავრდება 2 წლის შემდეგ – ახალი საბიუჯეტო წლის მომდევნო წლის 1 მარტს – ამ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებით და საკრებულოსთვის წარდგენით. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა და დამტკიცება უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს 1 მაისისა.

5. გამგებელი საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის პროექტს. საკრებულოს უფლება არა აქვს გამგებელის თანხმობის გარეშე შეიტანოს ცვლილებები ბიუჯეტის პროექტში. გარდაბნის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში გარდაბნის გამგებელის მიერ წარდგენილ ცვლილებათა და დამატებათა შეტანა, ამბიუჯეტის შესრულების კონტროლი, შეფასება და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება გარდაბნის საკრებულოს კომპეტენციაა.

6. ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა, განხილვა და დამტკიცება ხდება დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის, ამ ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილია დასაგეგმის შემდგომი ორი საბიუჯეტო წლის შემოსულებებისა და გადასახდელების პროგნოზი.

7. გარდაბნის გამგებელი ბიუჯეტის პროექტს ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს 45 დღისა დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს. ბიუჯეტის პროექტი, განხილვის დაწყებამდე 1 თვით ადრე მაინც უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისთვის.

8. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია ორგანიზებას უწევს ბიუჯეტის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განხილვასა და შეთანხმებას.

9. ბიუჯეტის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განხილვის შედეგების გათვალისწინებით, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია ამზადებს დასკვნას, რომელიც ბიუჯეტის პროექტის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში ეგზავნება გამგებელს.

10. ბიუჯეტის პროექტი განსახილველად ეგზავნება კომისიებს, ფრაქციებს, საკრებულოს აპარატის იურიდიულ განყოფილებას. ისინი ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც ბიუჯეტის პროექტის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში ეგზავნება საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, კომისიების მიერ შესაძლებელია ერთობლივი დასკვნის მომზადებაც.

11. საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისია სხვა კომისიების, ფრაქციების, საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების დასკვნებს ბიუჯეტის პროექტის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.

12. საკრებულოს თავმჯდომარე ბიუჯეტის პროექტის შესახებ შესაბამის დასკვნას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ გაცემიდან 2 დღის ვადაში უგზავნის გამგებელს.

13. გამგებელი ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტს განსახილველად წარუდგენს საკრებულოს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ). პროექტს უნდა ერთვოდეს დასაბუთებული ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.

14. წინადადებები (შენიშვნები), რომლებიც გათვალისწინებული იქნა, აისახება ბიუჯეტის პროექტში.

15. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სხდომაზე განიხილება დადგენილი წესით.

16. საკრებულოს სხდომას ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს გამგებელი ან მისი წარმომადგენელი – გამგებლის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.

17. ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას მომხსენებლის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, რომლის გაგრძელება შესაძლებელია საკრებულოს მოთხოვნით. მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ არა უმეტეს 30 წუთის ხანგრძლივობისა გამოდის თანამომხსენებელი საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის წარმომადგენელი. საკრებულოს ცალკეულ წევრებს უფლება აქვთ პროექტის განხილვისას ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს ან გამოვიდნენ სიტყვით.

18. ბიუჯეტის პროექტის შესახებ სიტყვით არაუმეტეს 20 წუთის ხანგრძლივობისა გამოდიან კომისიების წარმომადგენლები, რომლებიც წარმოადგენენ ამ კომისიების დასკვნებს ბიუჯეტის პროექტის თაობაზე.

19. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრაზე აყენებს საკითხს ბიუჯეტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით.

20. საკრებულო სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით იღებს ბიუჯეტის პროექტს. პროექტი მიღებული უნდა იქნეს მომდევნო საბიუჯეტო წლის დაწყებამდე.

21. თუ საკრებულო არ დაამტკიცებს ბიუჯეტის პროექტს, გამგებელი ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის ვადაში საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის პროექტის ახალ ვარიანტს;

22. საკრებულოს ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ამტკიცებს ბიუჯეტის პროექტს ყოველი კალენდარული წლისათვის, მაგრამ შესაბამისი წლის „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვისა.

23. ბიუჯეტის პროექტის შედგენის, განხილვის, ცვლილებების შეტანის, მიღებისა და შესრულების დეტალური წესი განისაზღვრება გარდაბნის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით.

24. ბიუჯეტის ცვლილებების პროექტის საკრებულოში შეტანის უფლება აქვს გამგებელ