1. სამ თვეში ერთხელ მაინც საკრებულო ატარებს ამომრჩეველთა მოსმენას (საკრებულოს „ღია კარის“ სხდომას).
2. ამომრჩეველთა მოსმენა (საკრებულოს „ღია კარის” სხდომა) ტარდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. ბრძანება გამოიცემა მოსმენამდე 10 დღით ადრე მაინც.
3. ამომრჩეველთა მოსმენას ესწრებიან საკრებულოს თანამდებობის პირები და საკრებულოს წევრები, გამგებელი და გამგეობის თანამდებობის პირები.
4. „ღია კარის“ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა განცხადებით უნდა მიმართოს საკრებულოს აპარატს „ღია სხდომის“ ჩატარებამდე სამი დღით ადრე მაინც.
5. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს შემოსულ განცხადებებს და განმცხადებლებთან შეთანხმებით ადგენს „ღია კარის“ სხდომაზე გამომსვლელთა სიას.
6. „ღია კარის“ სხდომაში მონაწილეთა რიგითობა განისაზღვრება განცხადების შეტანის რიგის მიხედვით.
7. „ღია კარის“ სხდომაში მონაწილე ყველა პირს ეძლევა გამოსვლისათვის არა უმეტეს 5 წუთი.
8. „ღია კარის“ სხდომაზე დასმულ საკითხებზე დებატები არ იმართება. „ღია კარის“ სხდომაზე გამომსვლელი ამომრჩევლისათვის დაზუსტებისათვის კითხვის დასმის უფლება აქვს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარეს.
9. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს „ღია კარის“ სხდომაზე დასმული საკითხების აღრიცხვას და სხდომის ოქმის შედგენას. „ღია კარის“ სხდომის ოქმს საკრებულოს აპარატი წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი საკითხების შესაბამის კომისიისათვის ან/და გამგებლისათვის განსახილველად გადაცემის შესახებ.
10. საკრებულოს აპარატი აცნობებს „ღია კარის“ სხდომაზე მონაწილე პირს მის მიერ დასმული საკითხის განხილვის მიმდინარეობის შესახებ და აკონტროლებს დასმული საკითხის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტას
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 120. საკრებულოს „ღია კარის სხდომა“
თავი XVI — მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 123. საკრებულოს მიერ ამომრჩეველთა მოსმენის წესი (საკრებულოს „ღია კარის სხდომა”)
- მუხლი 122. საკრებულოს მიერ ამომრჩეველთა მოსმენის წესი (საკრებულოს „ღია კარის სხდომა“)
- მუხლი 123. საკრებულოს მიერ ამომრჩეველთა მოსმენის წესი (საკრებულოს „ღია კარის სხდომა”)
- მუხლი 116. საკრებულოს მიერ ამომრჩეველთა მოსმენის წესი (საკრებულოს „ღია კარის სხდომა")
- მუხლი 123. საკრებულოს მიერ ამომრჩეველთა მოსმენის წესი (საკრებულოს „ღია კარის სხდომა”)
- მუხლი 123. საკრებულოს მიერ ამომრჩეველთა მოსმენის წესი (საკრებულოს „ღია კარის სხდომა”)
მეზობელი მუხლები
- მუხლი 114. საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი
- მუხლი 115. თვითმმართველობის ორგანოების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის წესი
- მუხლი 116. საზოგადოებრივი დარბაზი
- მუხლი 117. საკრებულოს დადგენილების პროექტის პეტიციით ინიციირების წესი
- მუხლი 118. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და/ან თანამდებობის პირისადმი მიმართვა
- მუხლი 119. მოქალაქეთა მიერ თვითმმართველობის ორგანოს და/ან თანამდებობის პირისადმი საჯარო განცხადებით მიმართვის წესი
- მუხლი 121. ამომრჩეველთა მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წესი
- მუხლი 122. ამომრჩეველთა მოთხოვნით მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების წესი
- მუხლი 123. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა
- მუხლი 124. დასახლების ამომრჩეველთა საერთო კრება
- მუხლი 125. მოსახლეობის გამოკითხვა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 120, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-120/