საქართველოს 2011-2013 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4106-რს
სარეგისტრაციო კოდი
220010050.09.001.016026
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 167, 22/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს 2011–2013წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

განისაზღვროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2011–2013წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები:

1. 2011–2013წლებისათვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი შეადგენს 6 პროცენტს.

2. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2011–2013წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტები: რეფინანსირების სესხები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.

3. 2011–2013წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე მოქმედი რისკები ძირითადად არის ნავთობსა და საკვებზე მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე (ინფლაციის მოლოდინი, მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონიდან გადახრა).

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                          დ. ბაქრაძე

თბილისი,

2010წლის 17 დეკე მბერი.

№4106–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს 2011-2013 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს 2011-2013 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.12.2010.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს 2011-2013 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“?
„საქართველოს 2011-2013 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ მიღებულია 17.12.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4106-რს. სარეგისტრაციო კოდი — 220010050.09.001.016026.
სად არის „საქართველოს 2011-2013 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს 2011-2013 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“, №4106-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 220010050.09.001.016026 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1145322/