საქართველოს 2008 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს 2008 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ფასების საერთო დონის სტაბილურობისა და ეროვნული ვალუტის მ ს ყიდველობითი უნარის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს 2008 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს საფუძვლად დაედოს წლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით8პროცენტის ოდენობით.ამასთანავე, ფასებზე მიწოდების, ეგზოგენური ფაქტორების ზემოქმედების გათვალისწინებით, რ ომელი ც სცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის კომპეტენციის ფარგლებს, შესაძლებელია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლიდან გადახრა.
2. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულის მიწოდება განახორციელოს მასზე მოთხოვნის შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო ზრდის, ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის პროცესის გაგრძელების, ეროვნული ვალუტის გამოყენების არეალის გაფართოების, მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ოდენობის უცხოური ვალუტის შემოდინებისა და ეკონომიკის დოლარიზაციის ხარისხის შემცირების გათვალისწინებით.
3. სავალუტო პოლიტიკა განხორციელდეს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის ფარგლებში. ლარის კურსის მკვეთრი კონიუნქტურული რყევის თავიდან აცილებისა და სავალუტო ბაზარზე სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელოს ორმხრივი სავალუტო ინტერვენციები.
4. 2008 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბანკში განთავსებული საერთაშორისო ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობის საპროგნოზო მაჩვენებელი საქონლისა და მომსახურების იმპორტის არანაკლებ 2.5 თვის ეკვივალენტს გადააჭარბებს.
5. ფულად-საკრედიტო ოპერაციების განხორციელებისას საქართველოს ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტებია ძირითადად სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკუთარი ფასიანი ქაღალდები (სადეპოზიტო სერტიფიკატები), ერთდღიანი კრედიტებისა და დეპოზიტების მექანიზმი, სვოპის ტიპის ოპერაციები, სარეზერვო მოთხოვნები და სხვ. 2008 წლის განმავლობაში აღნიშ ნ ული ინსტრუმენტები,საჭიროების შემთხვევაში,გამოყენებულ იქნეს შექმნილი მაკროეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით.
6. საქართველოს ეროვნულ მა ბანკ მა გააგრძელ ო ს მუშაობა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობასთან კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა შესაფერისობის კრიტერიუმებ თან დაკავშირებული საკითხების სრულყოფ ის მიზნით.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2007 წლის 18 დეკემბერი.
№5634–IIს