„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.160.000.290
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №14
2010 წლის 4 აგვისტო
ქ. რუსთავი
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულია.
2. მე-3 მუხლის მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ1“ პუნქტი:
„გ1. თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილების შესაბამისად გასცეს მშენებლობის ნებართვა და აღიაროს შენობა-ნაგებობის ვარგისიანობა (ექსპლუატაციაში მიღება)“.
3. მე-3 მუხლის მე-11 პუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. აღრიცხვისა და ინფორმატიზაციის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) თვითმმართველი ერთეულის ინფორმატიზაციის კონცეფციისა და პროგრამის დამტკიცება;
ბ) თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდის დებულების დამტკიცება;
გ) ადგილობრივი ქონების და თვითმმართველი ერთეულის დოკუმენტების და მათთან დაკავშირებული უფლებების აღრიცხვის წესების დადგენა;
დ) ადგილობრივი არქივის მართვის, არქივით სარგებლობის წესებისა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“
4. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
„12. თვითმმართველი ერთეულის საკუთარ და საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით საკრებულოს შეუძლია შექმნას დროებითი კომისიები, საკონსულტაციო, სათათბირო და მონიტორინგის ჯგუფები, რომლის შემადგენლობაშიც გარდა საკრებულოს წევრებისა და თვითმმართველობის მოხელეებისა, შესაძლებელია ჩართული იყვნენ რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები“.
5. მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საკრებულოს გადაწყვეტილებები (დადგენილებები და განკარგულებები) მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.“
6. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საკრებულოს წევრის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 322–ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვით.“
7. მე-16 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულია.
8. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ) მერის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმას, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ქმნის სატენდერო კომისიას, ნიშნავს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს, ხელს აწერს შესყიდვების ხელშეკრულებებს.“
9. 45-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ახლადარჩეული საკრებულო, სამანდატო დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შესაბამისად საკრებულო დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ით ღია კენჭისყრით, ღებულობს განკარგულებას საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე სამანდატო დროებითი კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.“
„3. ახლადარჩეული საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე განკარგულებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში. იმ პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, საკრებულო მიიღებს ცნობის სახით თუ სასამართლომ იგი არჩეულად გამოაცხადა.“
10. 69-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გაფრთხილება ოქმში შეტანით ეძლევა სხდომაში მონაწილე პირს, რომელიც:
ა) უკვე იქნა გაფრთხილებული, მაგრამ აგრძელებს წესრიგის დარღვევას;
ბ) ქმნის უწესრიგობას სხდომაზე, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას;
გ) შეურაცხყო საკრებულო ან პირი, მიუხედავად იმისა იმყოფება ეს პირი საკრებულოს სხდომაზე თუ არა.“
11. 92-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადება და გაუქმება ხდება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მეხუთე თავით დადგენილი წესით.“
12. 93-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, გარდა „ადგილობეივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 322-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა“.
13. 109-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.“
მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე
კ. გურგენიძე