1. განმცხადებელს უფ
ლება აქვს, საქპატენტის გადაწყვეტილებები ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ასევე არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება პატენტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში.

2. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883).

3. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883).

4. სააპელაციო პალატაში საჩივრის შეტანა დასაშვებია შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან/ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში.

5. სააპელაციო პალატა იხილავს საჩივარს და გამოაქვს გადაწყვეტილება მისი შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში.

6. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ ვადაში.

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183

საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023