„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.040.35.126.000.225
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2010 წლის 28 ივლისი
ქ. თერჯოლა
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის №8 დადგენილებაში (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.040.35.126.006.001, 13 ივლისი, 2010 წელი), დადგენილებით დამტკიცებული თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) ინფრასტრუქტურის, ქონების მართვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის საკითხთა კომისია.“.
2. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აგრარულ და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა კომისია განიხილავს მიწათსარგებლობის, ბუნებრივი რესურსების გამოყენების, გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების საკითხებზე შემოტანილ საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებსა და დასკვნებს. წინასწარ განიხილავს საკრებულოში განსახილველად შემოტანილ თვითმმართველი ერთეულის დასაქმების მუნიციპალურ პროგრამებს, ეკონომიკური ხასიათის პროექტებს თვითმმართველი ერთეულის ტრანსპორტის, კომუნალური მეურნეობის, ტურიზმისა და რეკრეაციის საკითხებზე შემოტანილ საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებსა და დასკვნებს.“.
3. 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ინფრასტრუქტურის, ქონების მართვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის საკითხთა კომისია განიხილავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობა-გამწვანების, ქონების მართვისა და განკარგვის, არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შემოტანილ საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებსა და დასკვნებს.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ტ. ფანჩულიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.07.2010.
- როდის იქნა მიღებული „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.07.2010. მიმღები ორგანო — თერჯოლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 010250040.35.126.000225.
- სად არის „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.07.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №14, 28.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.126.000225 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1149015/