„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.133.000154
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 9, 11/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.133.000.154

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2010 წლის 3 აგვისტო

დაბა ხელვაჩაური

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის  №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №13 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა“ №26, 06.03.2010 წ., გვ. 23) დამტკიცებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2

სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.“;

ბ) მე-7 მუხლის „პ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) უზრუნველყოფს გამგებლის, გამგებლის მოადგილის (მოადგილეების) ცალკეული დავალებების შესრულებას.“;

გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „რ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის, გამგებლის მოადგილის (მოადგილეების) ცალკეულ დავალებებს.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე